Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქართველოს მომავალი არ ეკუთვნის კობახიძეს, პაპუაშვილს, წულუკიანს ან წილოსანს…” – მარიამ დოლიძე ” ქართული ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

November 4, 2026
“საქართველოს მომავალი არ ეკუთვნის კობახიძეს, პაპუაშვილს, წულუკიანს ან წილოსანს…” – მარიამ დოლიძე ” ქართული ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი -“ქართული ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ ნაცმოძრაობა გამოძიების დაწებას ითხოვს. განცხადება მთავარ საგამოძიებო უწყებაში მარიამ დოლიძემ შეიტანა.

პარტიის წარმომადგენელი მმართველი პარტიის ლიდერების გასამართლებას სამშობლოს ღალატის მუხლით ითხოვს.

“ივანიშვილის პრემიერი – კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი – ეს ადამიანები მიტაცებული ხელისუფლების მიუხედავად დღეს წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას და თუ კი ვინმეს შეუძლია რეალური ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას, არიან სწორედ ეს რუსეთის მსახურები, რომლებიც მათი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორების მისამართით – პირდაპირ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს!

და დღეს, სწორედ ეს ადამიანები ასამართლებენ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას საქართველოს!! ეს ადამიანები დამნაშავეებად აცხადებენ ანწუხელიძესა და რომელაშვილებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სისხლი დაღვარა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიცოცხლე გაწირა!

მოვუწოდებ გიორგი გვარაკიძეს და მის უწყებას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ოთხ სამშობლოს მოღალატეზე, რომლებიც გამუდმებით ესხმიან თავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, დისკრედიტაციას უწევენ დასავლურ ინსტიტუტებს, ხელს უწყობენ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას – უფრო მეტიც, ეს ადამიანები ივანიშვილის დირიჟორობით სრული სვლით მიგვაქანებენ ტერორისტი, პუტინის მკვლელ რუსეთში!

ამიტომ, გიორგი გვარაკიძეს უნდა ესმოდეს რომ თუ მყისიერად არ დაიწყებს გამოძიებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კობახიძე-პაპუაშვილთან ერთად, მასაც მოუწევს პასუხისგება!

ჩემს ხელთ არსებული მოღალატეობრივი განცხადებები მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ განცხადებებისა და ქმედებებისა, რომლებსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ახორციელებენ და მხოლოდ ეს ოთხი ადამიანი არ არის ერთადერთი, ვისი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები საჭიროებს სამართლებრივ შეფასებასა და პასუხისგებას – სია გაცილებით დიდია!

ამიტომ მივმართავ საზოგადოებას – მომაწოდეთ, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიეროვნული, ანტიდასავლური განცხადებები, ვიდეოჩანაწერები – რომლებიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რათა მომდევნო კვირების განმავლობაში გვარაკიძის უწყებას მივაწოდოთ!

ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია პეტიცია, რომლის საშუალებითაც თითოეულ თქვენგანს გექნებათ საშუალება ხელმოწერის სახით მოითხოვოთ აღნიშნულ საკითხზე დაუყოვნებლივი რეაგირება!

პროკურატურას მოვუწოდებ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ სამშობლოს მოღალატეებზე, ხოლო საზოგადოებას აქტიურობისკენ მოგიწოდებთ!

საქართველოს მომავალი არ ეკუთვნის კობახიძეს, პაპუაშვილს, წულუკიანს ან წილოსანს – ის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და კონსტიტუციით განსაზღვრული სახელმწიფოებრივი ვალდებულებაა!” – აცხადებს მარიამ დოლიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იანვარ-სექტემბერში ევროკავშირიდან საქართველოს 2 156 მოქალაქე დააბრუნეს – რეადმისიის სტატისტიკა
  • “საქართველო ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით”- ლევან მახაშვილი
  • “ევროკომისიის ანგარიში ცალმხრივად, ბრიუსელის ფანჯებიდან თუ ოთახებიდან, ხუთი-ექვსი ადამიანის მიერ დაწერილი დოკუმენტია, სადაც საქართველოს არანაირი ხედვა არ არის წარმოდგენილი”-

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge