გურჯაანში ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი პირი – ავტომობილის მძღოლი, მისი ცოლი და 3 წლის გოგონა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
