Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ეს არის ივანიშვილის ოჯახის მიერ სასამართლოზე ზეგავლენის გამოყენება მედიის გასაჩუმებლად“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

November 4, 2026
„ეს არის ივანიშვილის ოჯახის მიერ სასამართლოზე ზეგავლენის გამოყენება მედიის გასაჩუმებლად“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებით ეხმიანება ბერა ივანიშვილის მიერ ტვ პირველის“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ შეტანილ სასამართლო სარჩელს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბერა ივანიშვილის სარჩელი ორი მედიის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა.

„ეს საჩივრები თავისი არსით აშკარად ატარებს სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების (SLAPP) ხასიათს და მათი გამოყენება არ ემსახურება რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს, პირიქით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის სასამართლოზე, საკუთარი ზეგავლენის გამოყენება დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლად. მსგავსი დავები იქცევა ცენზურის დაწესების, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გამოძიებებისა და ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის იარაღად.

მზარდი რეპრესიებისა და სისტემური ზეწოლის ფონზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს „ტვ პირველს“, „ფორმულას“ და ყველა იმ დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც აგრძელებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას. თავისუფალი მედია არის დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი საყრდენი და ვერანაირი შანტაჟი თუ სარჩელი ვერ აიძულებს მათ, შეწყვიტონ სიმართლის თქმა და საზოგადოების ინფორმირება“ – წერს მედიის ადვოკატირების კოალიცია.

3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერა ივანიშვილმა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიებს, „ტვ პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ უჩივლა.როგორც „ნეტგაზეთს“ ბერას ადვოკატმა, დავით ასათიანმა განუცხადა, ივანიშვილი ითხოვს მის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესაბამისი ფორმით უარყოფას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღორს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი ოფიციალურად შევიდა
  • „ეს არის ივანიშვილის ოჯახის მიერ სასამართლოზე ზეგავლენის გამოყენება მედიის გასაჩუმებლად“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge