Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში – საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის ნგრევა, რომელიც შესაძლოა იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი”- დავით ქართველიშვილი

November 4, 2026
“ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში – საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის ნგრევა, რომელიც შესაძლოა იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი”- დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში, კიევთან აღმოჩენილ საკონცენტრაციო ბანაკთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, მსგავსი ფაქტი გასაკვირი არ უნდა იყოს.

მისი შეფასებით, ევროპულ კონტინენტზე არსებული ვითარება პროტესტის მუხტს აძლიერებს და ევროსაბჭოთა სივრცეში გარდაუვალ ტრანსფორმაციას მოასწავებს.

„ვინც უკრაინის უახლეს ისტორიას კარგად იცნობს, მათ არ უნდა გაუკვირდეთ კიევთან აღმოჩენილი საკონცენტრაციო ბანაკი, მით უფრო, რომ ნეონაციზმის საუკეთესო მიმდევრები სწორედ უკრაინელები აღმოჩნდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს – კოლაბორაციონისტი პოლიციელების შვილთაშვილები და შთამომავლები.
მე ნამყოფი ვარ ბელორუსში, ხატინის მემორიალზე, რომელიც ფაშისტების მიერ სოფლის გადაწვისა და მისი მცხოვრებლების, მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების, ცოცხლად დაწვის ტრაგედიას ასახავს. ეს სისასტიკე ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ჩაიდინა, რომელიც ისტორიაში უკრაინული ბატალიონის სახელით არის შესული.

ვიცით 1943 წლის ვოლინის ტრაგედია, პოლონელების გენოციდის შესახებ – როდესაც ვოლინის ოლქში მცხოვრები ათასობით პოლონელი ეთნიკური ნიშნით გაანადგურეს. ეს ერი [უკრაინელები], სამწუხაროდ, მიდრეკილია ნეონაცისტური წარსულისკენ და დღესაც ხდება იმ ნეონაცისტების გაღმერთება, ნეშტების ზარზეიმით გადმოსვენება და ა.შ.
კიევთან აღმოჩენილ საკონცენტრაციო ბანაკზე ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბუდანოვმა თქვა, რომ, მისი აზრით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მსგავსი სახლები ბევრი ეგულება უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება და დასტური იმისა, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ფაშიზმის დამარცხებაში მონაწილეობა მიიღო.

ეს არის ისეთი კოგნიტური დისონანსი და ისეთი ოქსიმორონი ევროპულ კონტინენტზე, რომელიც, გინდა თუ არა, პროტესტის მუხტს უფრო ამძაფრებს. ამიტომ მე ვერ ვხედავ მარტივ გამოსავალს, რომ ხვალ ყველა დაწყნარდება, ურსულა ისევ ურსულა იქნება, ბრიუსელი ისევ ბრიუსელი იქნება.მე ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში, რადგან ბუმერანგის პრინციპი მუშაობს – საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის დანგრევა, რომელიც შესაძლოა იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი,”-განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღორს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი ოფიციალურად შევიდა
  • „ეს არის ივანიშვილის ოჯახის მიერ სასამართლოზე ზეგავლენის გამოყენება მედიის გასაჩუმებლად“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge