პატიმარი ასახელებს სასჯელაღსრულების კიდევ ერთ მაღალჩინოსანს რომლიც, გელა ისაშვილის მტკიცებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების საქმის ფიგურანტია.
ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოთავსებული ისაშვილი ადვოკატს ეუბნება, რომ საუბარია მეექვსე დაწესებულების ციხის უფროსის მოადგილე დავით ნიკოლეიშვილზე.
დავით ნიკოლეიშვილის გვარი არაადამიამური მოპყრობის შესაძლო საქმეებზე არც ერთ პატიმარს აქამდე არ დაუსახელებია, თუმცა ლაითურის ციხეში მყოფმა ისაშვილმა მასთან შესულ ადვოკატს უამბო, რომ შოთა ტრაპაიძე და დავით ნიკოლეიშვილი არიან სწორედ ის პირები, რომლებიც მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებზე ძალადობენ.
გელა ისაშვილი ის პატიმარია, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი დავითაძეზე განხიორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია მას ციხს თანამშრომლებმა პირადად დაუდასტურეს.
ისაშვილს წინა კვირას დავითაძის უფებადამცველი შეხვდა. მაშინ დარეჯან სულაშვილმა “ტვ პირველს” უთხრა, რომ მას პატიმართან გასაუბრების ჩანაწერების გატანაზე ციხის ადმინისტრაცია უარს ეუბნებოდა, თუმცა არაც ფაქტი მედიით გახმაურდა, ადგილზე კი პოლიცია მივიდა ადვოკატმა ხელნაწერის გამოტანა შეძლო.
