მიუხედავად იმისა, რომ აგენტურულ ჯგუფებში 4 ოქტომბრის მონაწილეების მიმართ კოორდინირებული, ორგანიზებული ბულინგია, შეწყალება არ დაწერონ, დანაშაული არ აღიარონ, დღე არ გავა, ვინმემ პრეზიდენტს შეწყალებით არ მიმართოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, აგენტურული ჯგუფების მიზანი ქვეყნის განადგურება იყო, მაგრამ სახელმწიფო ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე.
„მიუხედავად იმისა, რომ აგენტურულ ჯგუფებში 4 ოქტომბრის მონაწილეების მიმართ კოორდინირებული და ორგანიზებული ბულინგია, შეწყალება არ დაწერონ, დანაშაული არ აღიარონ, დღე არ გავა, ვინმემ პრეზიდენტს შეწყალებით არ მიმართოს და არ აღიაროს დანაშაული. ამ პროცესში ვნახეთ, რომ შვილები ხანდაზმულ მამებს აიძულებდნენ, შეწყალება არ დაეწერათ. ეს საკითხი კიდევ ისტორიაში შევა, როგორც ამორალურობის მაგალითი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში ნებისმიერი კითხვა გაიფანტა, რადგან მათი მხრიდან ორგანიზებული ძალადობა ვნახეთ. მათი მიზანი ქვეყნის განადგურება იყო, მაგრამ სახელმწიფო ყოველთვის თავისი მოწოდების სიმაღლეზე ყოველთვის იდგება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
