ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ბათუმელი მედროშე ციხეს მომდევნო კვირაში დატოვებს – რამდენიმე წუთის წინ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ ზურაბ ჭავჭანიძე საპროცესო შეთანხმებას პროკურატურასთან ორშაბათს გააფორმებს.
ორშაბათს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმებას ასევე კიდევ ერთ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეს – ანტონ ვარდანიძეს.
ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი და ორი წელი პირობითი მსჯავრი – ეს არის შეთანხმეის პირობები, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.
