Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი ტყუილით იყო სავსე, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი -გიორგი კახიანი

October 30, 2026
“კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია, საჯაროობაც არის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი”- გიორგი კახიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ახსნა-განმარტებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აგრესიული და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მან სასამართლოდან არაერთხელ მიიღო შენიშვნა, თავად გამოსვლის შინაარსი კი ტყუილებსა და ბევრ არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

კახიანის თქმით, ტყუილია მტკიცება, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. მისივე თქმით, გადაწყვეტილებაში მხოლოდ სახალხო დამცველის დასკვნაზეა მითითება, რომელმაც ბრძანების გამცემი ვერ დაადგინა.

ამასთან, კახიანი აღნიშნავს, რომ ტყუილია საუბარი იმის შესახებ, თითქოს საკრებულოებში კოალიციები არ არსებობს, რადგან ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ქმნიდნენ კოალიციებს და ერთობლივად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

„დღეს ვისმენდით გახარიას პარტიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას და აშკარად ზედმეტად აგრესიულად იყო იგი განწყობილი. ჩვენ მოვისმინეთ გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი განცხადებებიც და ამის გამო სასამართლოდან არაერთხელ მიიღო შენიშვნა, მაგრამ ზოგადად თვითონ ახსნა განმარტებების შინაარსს რაც შეეხება, ბევრი ტყუილი მოვისმინეთ და ბევრი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა მის განცხადებაში. მაგალითად, ისაუბრა იმაზე, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, ეს სინამდვილეში არის ტყუილი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მხოლოდ ის წერია, რომ მითითება არის სახალხო დამცველის დასკვნაზე, როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ მე ვერ დავადგინე ვინ გასცა ეგ ბრძანებაო. ასეთი მანიპულაციებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ალბათ საზოგადოება, იმიტომ რომ ათვითცნობიერებენ, რომ მათ გამოსვლას უსმენს საზოგადოება, მაგრამ სასამართლოს ბუნებრივია ამით შეცდომაში ვერ შეიყვანენ, იმიტომ, რომ ჩვენც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი პასუხები გავცეთ. გარდა ამისა, კიდევ ისაუბრეს იმაზე, რომ თითქოს კოალიციები არ არსებობს საკრებულოებში, არადა რამდენიმე საკრებულოში საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ შექმნეს კოალიციები, ისინი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ქმნიდნენ ამ კოალიციებს, იღებდნენ ერთობლივად გადაწყვეტილებებს და ასე შემდგომ, ასე რომ ასეთი სხვა ან არაერთი ტყუილიც ითქვა მათ გამოსვლაში რაზეც ოდნავ მოგვიანებით უფრო მეტს ვისაუბრებთ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეშფოთებას იწვევს პროცესები, რომელიც ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორია იწერება, სადაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალების პარტიების აკრძალვით დაგვირგვინებას ცდილობს – გიორგი სიორიძე
  • პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი გახდა ლიდერი და საქართველოს ხელისუფლებას პოზიციების დაცვა არსად შეუძლია – სალომე სამადაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge