Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი გახდა ლიდერი და საქართველოს ხელისუფლებას პოზიციების დაცვა არსად შეუძლია – სალომე სამადაშვილი

October 30, 2026
პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი გახდა ლიდერი და საქართველოს ხელისუფლებას პოზიციების დაცვა არსად შეუძლია – სალომე სამადაშვილი

არანაირი პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი გახდა დღეს ჩვენს რეგიონში ლიდერი სახელმწიფო და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, სრულ იზოლაციაში მოქცეულს ყველა სტრატეგიული პარტნიორისგან, საერთო საკუთარი პოზიციების დაცვა არცერთ საკითხზე და არსად აღარ შეუძლია,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის საკითხი ძალიან რთულია და „პროცესი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, მოითხოვს საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად“.

„ის სამარცხვინო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც დავით-გარეჯის თემაზე აწარმოვა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 2020 წელს – შევახსენებ საზოგადოებას, რომ მათ სრულიად უდანაშაულო, პატიოსანი მეცნიერები დაიჭირეს კიდეც ამ საქმესთან დაკავშირებით. აი ამ სამარცხვინო პიარ-კამპანიამ, რა თქმა უნდა, ხელი არ შეუწყო იმას, რომ ეს საკითხი კონსტრუქციულად წასულიყო წინ. პირიქით, დამატებითი დაბრკოლებები შექმნა ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან მეზობელთან საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესში.

ცხადია, რომ არანაირი პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი გახდა დღეს ჩვენს რეგიონში ლიდერი სახელმწიფო და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სრულ იზოლაციაში მოქცეულს ყველა სტრატეგიული პარტნიორისგან, საერთოდ საკუთარი პოზიციების დაცვა არცერთ საკითხზე და არსად აღარ შეუძლია“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით ისაუბრა. პრემიერის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარესთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმებას მიაღწია.

„შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან – მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება და პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“,-აღნიშნა პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეშფოთებას იწვევს პროცესები, რომელიც ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორია იწერება, სადაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალების პარტიების აკრძალვით დაგვირგვინებას ცდილობს – გიორგი სიორიძე
  • პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი გახდა ლიდერი და საქართველოს ხელისუფლებას პოზიციების დაცვა არსად შეუძლია – სალომე სამადაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge