Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, უარი თქვას პარტიების აკრძალვის გეგმაზე და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები

October 30, 2026
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, უარი თქვას პარტიების აკრძალვის გეგმაზე და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები

გერმანიიდან „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. ბუნდესტაგის დეპუტატი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის სპიკერი იურგენ ჰარდტი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატაროს, სადაც ქართველი ხალხის ნება რეალურად აისახება.

„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გერმანელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ჰარდტი „ქართულ ოცნებას“ პრორუსული კურსის გატარებაში, დემოკრატიული პრინციპებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკის პირობებში ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს ან მისგან რაიმე პრივილეგია მიიღოს.

“მე დაჟინებით მოვუწოდებ [საქართველოს] მთავრობას, უარი თქვას პარტიების აკრძალვის გეგმაზე. პირიქით, მოვუწოდებ მას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხის ნება ჭეშმარიტად იქნება გამოხატული.
ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
ორი წლის წინ, სექტემბერში მე ვიმყოფებოდი საქართველოში და შევხვდი კოლეგებს საგარეო საქმეთა კომიტეტიდან, რომლებიც სხვადასხვა დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდნენ და ჩვენ მკაფიოდ გავუგზავნეთ გზავნილი, რომ თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს პრორუსულ კურსს პოლიტიკის დიქტატურიზაციისა და რადიკალიზაციის, სამართლის უზენაესობის, აზრის გამოხატვისა და პრესის თავისუფლების შელახვის მიმართულებით სვლას [თუ ასე გაგრძელდა] ეს საქართველოს ევროკავშირს დააშორებს და არა დააახლოებს.
და „ქართული ოცნება“ ყოველთვის ავრცელებდა, თითქოს არჩევნების შედეგებს უარყოფითი გავლენა არ ექნებოდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე. ეს უბრალოდ არასწორია. ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო რაიმე ფორმით ევროკავშირს დაუახლოვდეს ან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს ან ევროკავშირისგან რაიმე სახის პრივილეგიები მიიღოს“, – ამბობს იურგენ ჰარდტი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეშფოთებას იწვევს პროცესები, რომელიც ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორია იწერება, სადაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალების პარტიების აკრძალვით დაგვირგვინებას ცდილობს – გიორგი სიორიძე
  • პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი გახდა ლიდერი და საქართველოს ხელისუფლებას პოზიციების დაცვა არსად შეუძლია – სალომე სამადაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge