Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალებისთვის ამზადებს ნიადაგს – ბადრი ჯაფარიძე

October 29, 2026
პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალებისთვის ამზადებს ნიადაგს – ბადრი ჯაფარიძე

“დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით არა რომელიმე პარტიის დასაცავად, არამედ იმისათვის, რომ დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება” – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარდგენისას განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, “ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს სრულიად “აბსურდულ და ცინიკურ” ბრალდებას უყენებს, რაც საბოლოოს ჯამში იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის.

“დღეს „ქართული ოცნება“ თავისი სარჩელით ცდილობს აკრძალოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და არა რამდენიმე პოლიტიკური პარტია. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის. მათ სურთ, არჩევანი წაართვან და ამ გზით არჩევნებს ჩამოაშორონ (მათივე დათვლებით) მილიონზე მეტი სხვაგვარად მოაზროვნე ამომრჩეველი, მოიპოვონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და კონსტიტუციის დონეზე განიმტკიცონ დე-ფაქტო უზურპირებული ხელისუფლება.

მათ სურთ, პოლიტიკური არჩევანის თავისუფლების შეზღუდვით საქართველოს მოქალაქეები აიძულონ, აირჩიონ არა ის პარტიები, რომლებიც მათ მოსწონთ და რომელთა გაუქმებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, არამედ ის პარტიები, რომლებიც თავად „ქართულ ოცნებას“ მოსწონს.

მათ სურთ, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვალონ ქვეყნის ისტორიული განვითარების მიმართულება, უზრუნველყონ საქართველოს იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან და მართონ ქვეყანა რუსულ-ავტოკრატიული სტილით – ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებით, ერთპარტიულობით, მორჩილი მართლმსაჯულების სისტემით, უფლებააყრილი და რეპრესირებული სხვაგვარად მოაზროვნეებითა და მტრულ ბანაკებად დაქუცმაცებული ერით.

ამიტომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით არა რომელიმე პარტიის დასაცავად, არამედ იმისათვის, რომ დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება; დავიცვათ იგი სწორედ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული სუვერენიტეტი; დავიცვათ იგი ხალხის დამოუკიდებლობის მიტაცების სურვილით შეპყრობილი ხელისუფლებაში მყოფი ძალისგან.

რაც შეეხება პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ლელო -ძლიერი საქართველო“ დაარსების დღიდან, 2019 წლის დეკემბრიდან, ძირითად მიზნად ისახავდა და ისახავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბებასა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის სწრაფ სვლას.

ეს მიზნები გვქონდა და გვაქვს დაარსების დღიდან და ამის მიღწევას ვახმარდით და ვახმართ მთელ ჩვენს ძალისხმევას.

ამის პასუხად, პრაქტიკულად არც ერთი დღე არ გასულა ისე, რომ არ ვყოფილიყავით „ქართული ოცნების“ მიერ ინსპირირებული, უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ. მეშვიდე წელია, პრაქტიკულად, არცერთი დღე არ გაგვიტარებია გამოძიებების, გამოგონილი ბრალდებების, სასამართლო განხილვებისა ან/და ციხის საკნების გარეშე!

დღეს კი „ქართული ოცნება“ სრულიად აბსურდულ და ცინიკურ ბრალდებას გვიყენებს -თითქოს „ლელო – ძლიერი საქართველო“ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. სინამდვილე კი სრულიად საპირისპიროა! ჩვენი პარტიის მთელი ძალისხმევა სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ აღგვეკვეთა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს კონსტიტუციის გამუდმებული შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ”- Ti
  • “ბიძინა ივანიშვილი დღემდე არ იხდის არცერთ თეთრს ბიუჯეტში, როდესაც ბიუჯეტში შენი გადასახადი არ შედის, ეს არის ბიუჯეტის გაღარიბება იმ თანხით, რომელიც არ შედის – მისი ქონება არის საქველმოქმედო ორგანიზაციებზე და ისინი არ იხდიან თანხას”- ნიკა გვარამია
  • ელენე ხოშტარიას შეეძლო გადაეხადა გირაო, ასევე, თავისი დანაშაული რომ ეღიარებინა, არ იქნებოდა საპატიმრო დაწესებულებაში – მისი გადაწყვეტილებებია ასეთი – გიორგი კახიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge