Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ელენე ხოშტარიას შეეძლო გადაეხადა გირაო, ასევე, თავისი დანაშაული რომ ეღიარებინა, არ იქნებოდა საპატიმრო დაწესებულებაში – მისი გადაწყვეტილებებია ასეთი – გიორგი კახიანი

October 29, 2026
ოპოზიციური პარტიებისგან ჯერ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ, სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით, რომ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ – გიორგი კახიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსჯავრდებულს პატიმრობის თავიდან აცილება გირაოს გადახდით ან დანაშაულის აღიარებით შეეძლო.

მისი განმარტებით, კანონმდებლობა გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პატიმრობას ითვალისწინებს, შესაბამისად, „საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა თავად ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებაა“. კახიანმა აღნიშნა, რომ ბევრად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, რომლებიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ და დანაშაულს ინანიებენ, საპროცესო შეთანხმებით ტოვებენ საპატიმროებს.

„ელენე ხოშტარია რისთვის იხდის სასჯელს? ელენე ხოშტარიას შეეძლო გადაეხადა გირაო. მას სასამართლომ გირაო შესთავაზა, რაც მან არ გადაიხადა. ამიტომ, კანონი ითვალისწინებს, რომ თუ გირაოს არ იხდი, შემდგომში ის უკვე პატიმრობით შეიცვლება.

რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას, როგორც სასჯელის ზომას, აქაც მარტივად შეეძლო ეღიარებინა დანაშაული, რაც ჩაიდინა. მან რომ დანაშაული ჩაიდინა, ეს ხომ ძალიან კარგად იცის; იგი დღეს არ იქნებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, ანუ მისი გადაწყვეტილებებია ასეთი.

კანონმდებლობის მიხედვით, დანაშაული, რაც მან ჩაიდინა, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ მას შეეძლო, თავისუფლების აღკვეთის ზომა მის მიმართ არ გამოყენებულიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას სასამართლომ დააკისრა 5000-ლარიანი გირაო. არ გადაიხადა, რადგან იცოდა, რომ თუ გირაოს არ გადაიხდიდა, მოუწევდა პატიმრობა.

დღესაც რას ვხედავთ დღევანდელი ფაქტებით? ელენე ხოშტარია კი არა, ბევრად უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირები, რომლებმაც ითანამშრომლეს სახელმწიფოსთან, აღიარეს და მოინანიეს თავისი დანაშაული, საპროცესო შეთანხმებებს აფორმებენ და საპატიმრო დაწესებულებებს ტოვებენ. ბევრმა დატოვა და ბევრიც კიდევ დატოვებს. ქალბატონ ელენესაც თავისი დანაშაული რომ ეღიარებინა, იგი დღეს არ იქნებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. გადაეხადა თავის დროზე 5000-ლარიანი გირაო და იგი არ იქნებოდა პატიმრობაში. ასე რომ, ეს მისი გადაწყვეტილებაა. არ ვიცი დეტალები, არავის ვუსურვებ ჯანმრთელობა დაუზიანდეს; სხვა კუთხითაც გითხარით მასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება“, – აცხადებს გაგა კახიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როცა ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა მათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა – ზაალ ანჯაფარიძე
  • უცხოეთიდან წამოსული დირექტივები სჭირდება „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ზატულინის და ზახაროვას ქება და მათი „მესიჯ ბოქსის” გატარება, ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც „ლელო საქართველო“ რომელიმე დირექტივას მიჰყვებოდა – გრიგოლ გეგელია
  • ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით იყო ერთგვარი გაუგებრობა – ალი მოჯანი ამბობს, რომ საგარეოში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge