ბიძინა ივანიშვილი დღემდე არ იხდის არც ერთ თეთრს ბიუჯეტში, როდესაც ბიუჯეტში შენი გადასახადი არ შედის, ეს არის ბიუჯეტის გაღარიბება იმ თანხით, რომელიც არ შედის – მან ქონება გადააფორმა რაღაც საქველმოქმედო ფონდებზე. თავად გააკეთა განცხადება ამის შესახებ, რომ მისი მთელი ქონება არის საქველმოქმედო ორგანიზაციებზე და საქველმოქმედო ორგანიზაციები არ იხდიან თანხას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საუბარია ასობით მილიონის დაგროვებაზე თუ მილიარდის არაა.
„ბიძინა ივანიშვილი დღემდე არ იხდის არც ერთ თეთრს ბიუჯეტში. ბიუჯეტიდან გათავისუფლება, მით უმეტეს ამხელა ქონების დაბეგვრის, ნიშნავს ასობით მილიონების დაგროვებას თუ მილიარდზე არა. მთელი ამ წლების განმავლობაში, მისი ქველმოქმედების ჯამი ძალიან მარტივი დასათვლელია, ამ თანხაზე მინიმუმ ათჯერ ნაკლები იქნება, ამას გარდა მისი ქველმოქმედება, რომ საბოლო ჯამში საარჩევნო ამოცანებისთვის იქნა გამოყენებული, უკვე ფაქტია. მე მაგალითად, არ ვიცი ამ თანხების შესახებ, რომ საქართველოსთვის თურმე მილიონობით ლარი აქვს ბიძინა ივანიშვილს გადახდილი, ეს არ დასტურდება, და შეგახსენებთ, რომ პირველი რაც მან გააკეთა საკუთარი გადახდილი ჯარიმის თანხა ბიუჯეტიდან ამოიღო, ესეც არ მომიგონია და ფაქტია. როდესაც ბიუჯეტში შენი გადასახადი არ შედის, ეს არის ბიუჯეტის გაღარიბება იმ თანხით, რომელიც არ შედის.
სხვათა შორის, მიმართულიც მაქვს საგადასახადოსთვის, რომ მოეცათ ბიძინა ივანიშვილის გადასახადების შესახებ დოკუმენტაცია. პლუს ამას, მან ქონება გადააფორმა რაღაც საქველმოქმედო ფონდებზე. თავად გააკეთა განცხადება ამის შესახებ, რომ მისი მთელი ქონება არის საქველმოქმედო ორგანიზაციებზე და საქველმოქმედო ორგანიზაციები არ იხდიან თანხას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ
