რამდენი ტერორისტული დარტყმა განახორციელა რუსეთმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შემდეგ? – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმას.
„რუსეთის საშინელი დარტყმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე. რუსებმა პლატფორმას დაარტყეს, სადაც ჩვეულებრივი სამგზავრო მატარებლები იდგნენ. სამწუხაროდ, ამ დროისთვის 13 ადამიანის დაღუპვა დასტურდება. მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, ვიდრე რუსეთი ომს აგრძელებს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება არ უნდა მოხდეს.
„სწორედ ამიტომ აცხადებს უკრაინა, რომ რუსულ ესკალაციაზე ამერიკისა და ევროპის მხრიდან სამართლიანი და გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო. ევროკავშირის, აშშ-ისა და „დიდი შვიდეულის“ მხრიდან ახალი და უფრო ძლიერი სანქციების დაწესების დროა “, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
