Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, ანტიკონსტიტუციურად – ბადრი ჯაფარიძე

October 29, 2026
სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, ანტიკონსტიტუციურად – ბადრი ჯაფარიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, რუსული აგრესიის პროვოკაციად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარდგენისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი სამართლებრივი არგუმენტი რუსეთის ხელში.

„მინდა შევეხო ამ სარჩელის კიდევ ერთ, განსაკუთრებით სახიფათო ასპექტს – საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პარტიების აკრძალვის მოთხოვნის მიღმა, ამ სარჩელში არანაკლებ მძიმე საფრთხე იმალება – სარჩელში ვითარდება ლოგიკა, თითქოს 2008 წელს რუსეთის აგრესიისთვის ნიადაგი თავად საქართველომ შექმნა. ეს არის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა აგრესორიდან მსხვერპლზე! თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მსჯელობას გაიზიარებს, შეიძლება შეიქმნას სახიფათო, კაპიტულანტური პრეცედენტი.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, რუსული აგრესიის პროვოკაციად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური კურსი ჩაითვლება საფრთხედ, რუსეთის პროვოცირებად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად. ეს ძალიან სახიფათო თამაშია კონსტიტუციით!

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური არჩევანი და არა საკითხი, რომლის გადაწყვეტის უფლებაც კრემლს უნდა ეკუთვნოდეს. სწორედ ამიტომ მინდა, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაითავისოს თავისი პასუხისმგებლობა ამ მიმართებით, არ დააკმაყოფილოს სარჩელი, რომ ოდესმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ პრინციპს საფრთხე არ შეექმნას.

ამ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი სამართლებრივი არგუმენტი რუსეთის ხელში და საქართველოს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, ასეთი საფრთხე შექმნას და მით უმეტეს საკონსტიტუციო დონეზე დააკანონოს!“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ”- TI
  • “ბიძინა ივანიშვილი დღემდე არ იხდის არცერთ თეთრს ბიუჯეტში, როდესაც ბიუჯეტში შენი გადასახადი არ შედის, ეს არის ბიუჯეტის გაღარიბება იმ თანხით, რომელიც არ შედის – მისი ქონება არის საქველმოქმედო ორგანიზაციებზე და ისინი არ იხდიან თანხას”- ნიკა გვარამია
  • ელენე ხოშტარიას შეეძლო გადაეხადა გირაო, ასევე, თავისი დანაშაული რომ ეღიარებინა, არ იქნებოდა საპატიმრო დაწესებულებაში – მისი გადაწყვეტილებებია ასეთი – გიორგი კახიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge