Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2001 წელს დავით კაკულია 6 წლის იყო, გურამი 3-ის, ბრალდება გვთავაზობს დავიჯეროთ, რომ 20 წლის შემდეგ, მათ მამის მკვლელობის გამო, შური იძიეს არა ნიკო კვარაცხელიას მამაზე, რომელსაც ჭორი რაღაცას მიაწერდა, არამედ მის შვილზე – ადვოკატი

October 29, 2026
2001 წელს დავით კაკულია 6 წლის იყო, გურამი 3-ის, ბრალდება გვთავაზობს დავიჯეროთ, რომ 20 წლის შემდეგ, მათ მამის მკვლელობის გამო, შური იძიეს არა ნიკო კვარაცხელიას მამაზე, რომელსაც ჭორი რაღაცას მიაწერდა, არამედ მის შვილზე – ადვოკატი

არ არსებობს მოწმე, რომელმაც ნახა ან გაიგონა, როგორ დაუკვეთეს დავით და გურამ კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, – ამის შესახებ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ძმების, დავით და გურამ კაკულიების ადვოკატმა, შოთა კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში არ დევს არც ირიბი და არც პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომელიც რაიმე ფორმით დააკავშირებდა დავით და გურამ კაკულიებს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან.

“საქმეში უბრალოდ დევს პატაკი, თითქოს, საზოგადოებაში გავრცელებულია ჭორი, რომლის თანახმად, 2001 წელს, მოსკოვში მომხდარი დავით კაკულიას [ძმები კაკულიების მამა] მკვლელობა უკავშირდება გია კვარაცხელიას სახელს. ეს არის ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ბრალდების მხარის პოზიციას, თითქოსდა ამყარებს მოტივთან მიმართებით და ეს არის პოლიციელის პატაკი. სხვა არანაირი ინფორმაცია საქმეში არ მოიპოვება. წყაროს ცნობით, 2001 წელს, მოსკოვში, კაკულიების მამის, დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთად დაზარალებულის მამა დასახელდა.

მეორე წყარო, ყოფილი პოლიციელი, ამჟამად მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, რომელიც ამბობს, თითქოს ჭელიძისგან გაიგო გარკვეული ინფორმაცია. მისი თქმით, ძმები [კაკულიები] დაზარალებულის მამას მკვლელობის დაკვეთას კი არა, იმ შეკრებაზე დასწრებას სდებდნენ ბრალს, სადაც ეს გადაწყდა, ანუ ბრალდების ორი ილუზორული წყაროც კი მოტივს სხვადასხვანაირად აღწერს. საქმეში არ არის არცერთი დოკუმენტი 2001 წლის ( დავით კაკულიას) მკვლელობაზე არც რუსეთის ფედერაციის საქმის მასალა, არც განაჩენი, არც მოწმე, რომელიც ამ თითქოსდა გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებს. ბრალდების მოტივი ჭორზეა აგებული, ჭორი კი ანალოგიურ წყაროზე.

2001 წელს დავით კაკულია 6 წლის იყო, გურამი 3-ის. ბრალდება გვთავაზობს დავიჯეროთ, რომ 20 წლის შემდეგ მათ შური იძიეს არა მასზე, ვისაც ჭორი რამეს მიაწერდა, არამედ მის შვილზე. შვილს 2001 წლის ამბავთან შეხება არ ჰქონია. ბრალდება ვერ წარმოადგენს ვერცერთ მოწმეს, ჩანაწერს ან მიმოწერას კაკულიებსა და კვარაცხელიას შორის რაიმე კონფლიქტს ან მუქარას აჩვენებს. ბრალდება მოტივს წლების განმავლობაში თავად ეძებდა და ვერ იპოვა. ჭელიძისა და კავილაძის 2021 წლის ბრალდების დადგენილებებში მოტივი საერთოდ არ წერია. 2025 წლის ნოემბერშიც ბრალდება ზუსტი მოტივის დასადგენად საბანკო მონაცემს ითხოვდა, ბანკებისა და ტოტალიზატორების მონაცემებში კაკულიებზე არაფერი აღმოჩნდა. მოტივი საქმეში მხოლოდ 10 დღის შემდეგ, 2025 წლის 19 ნოემბერს გაჩნდა ანონიმური წყაროთი. საქმეში ფორმალურად ბევრი მასალაა, 35 ტომი- ვიდეოჩანაწერები, ტანსაცმელი, დნმ, თითის ანაბეჭდები, ანძების მონაცემები, ტელეფონები, თუმცა სასამართლო დაინახავს, რომ ისინი ჭელიძეს და კავილაძეს ეხება, დავით და გურამ კაკულიებს ეს მტკიცებულება არ უკავშირდება. არ არსებობს მოწმე, რომელმაც ნახა ან გაიგონა, როგორ დაუკვეთეს კაკულიებმა მკვლელობა. არ არსებობს ჩანაწერი, შეტყობინება ან ზარი, რომლითაც ისინი ვინმეს მითითებას აძლევენ”, – განაცხადა შოთა კაკულიამ.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, რომ ნაცაგენტურა თავის ფილიალებთან ერთად აიკრძალოს – გურამ მაჭარაშვილი
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, ანტიკონსტიტუციურად – ბადრი ჯაფარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge