Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩვენს მუნიციპალიტეტში დამალულად არაფერი ხორციელდება, საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მომავალში წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით – კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ

October 29, 2026
ჩვენს მუნიციპალიტეტში დამალულად არაფერი ხორციელდება, საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მომავალში წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით – კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ

ერთი დღის განმავლობაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ კამპანია მიმდინარეობდა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რიყის პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს რიყის პარკის ტერიტორიაზე მოთხოვნილია სამშენებლო ნებართვა ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი არ განიხილავს აღნიშნულ სამშენებლო პროექტს.

„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იმ ადამიანმა, ვინც ეს ცრუ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, იქვე მიაწერა თავის ფეისბუქპოსტში, რომ ეს წარმოდგენილი ვითომ ათსართულიანი შენობა-ნაგებობა იყო მის მიერ შექმნილი, AI-ს გამოყენებით, თუმცა როდესაც ადამიანებს უნდათ, სიცრუე დაიჯერონ, მათთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებს ზოგადად ქალაქის ბედი, ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი ინფორმაცია. იქ არანაირი ათსართულიანი შენობის პროექტზე არ არის შემოსული განაცხადი. არანაირი პროექტი არ შემოსულა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ აღნიშნულ სივრცეში განხორციელდება ისეთი პროექტი, რაც ქალაქის ურბანულ განვითარებას არ შეეწინააღმდეგება. შემოსული პროექტი კი საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება.

„ვიცი 2012 წლამდე, წინა მთავრობის დროს, ამას როგორ აკეთებდით, მაგრამ ჩვენს პირობებში ყველაფერი იქნება ცხადი. საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, იმ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში განხორციელდება. დავთანხმდებით იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მისაღები იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარტიების აკრძალვის სარჩელზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თვის ბოლოს იქნება მიღებული – ეს არის ჩემი მოლოდინი – შალვა კერესელიძე
  • ძალადობა იყო თუ არა საფრანგეთსა და იტალიაში, ვერ გეტყვით, რადგან ამ აქციებზე არ ვყოფილივარ, საქართველოში ძალადობა იყო ხელისუფლების მხრიდან – შალვა კერესელიძე
  • ობიექტურ შეფასებებში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, კარგი იქნება, ამ ინდექსს თუ გაეცნობიან კოსი და სხვა ევრობიუროკრატები, რომლებიც ამბობდნენ, რომ უკრაინას და მოლდოვას ჩამოვრჩებით – რატი იონათამიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge