Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ძალადობა იყო თუ არა საფრანგეთსა და იტალიაში, ვერ გეტყვით, რადგან ამ აქციებზე არ ვყოფილივარ, საქართველოში ძალადობა იყო ხელისუფლების მხრიდან – შალვა კერესელიძე

October 29, 2026
” 4 ოქტომბრის ქეისი „ქართული ოცნების“ კაბინეტებში დაგეგმილი პოლიტიკური შეთანხმებაა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან ერთად და ამის მრავალი ფაქტი არსებობს”- რას ამბობს შალვა კერესელიძე

ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე თუ კანონდარღვევა და უფლებამოსილების გადამეტება იყო ხელისუფლების მხრიდან ან პროტესტანტების მიერ, დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანი გამოძიება სიმართლეს დაადგენს და ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა კანონის შესაბამისად პასუხს აგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებზე არ მოქმედებს და ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ ექცევა.

„მე ინფორმაცია არ მაქვს, იმ აქციებს ვინ აფინანსებდა ან მათ უკან ვინ იდგა. რომ გვქონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბევრად უფრო დეტალურად კომენტარს გეტყოდით. აქციებს ვინ აფინანსებდა და მის უკან ვინ იდგა, არ ვიცი. რაც პარიზსა და მილანში ვნახეთ, საქართველოსთან მსგავსება ვერ დავინახეთ, რადგან იქ, თუ ვინმემ კანონი დაარღვია და უფლებამოსილებას გადააჭარბა, სამართლიანი გამოძიება ჭეშმარიტებას დაადგენს და დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლო სიმართლეს გამოკვეთს. არც ერთ შემთხვევაში, სასამართლო პოლიტიკური დაკვეთით არ და ვერ იმოქმედებს, რადგან საფრანგეთში, იტალიაში სასამართლო დამოუკიდებელია, სამწუხაროდ, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენთან სასამართლო ხელისუფლებას ემორჩილება, ხელისუფლების დაკვეთებს ღებულობს და მას ასრულებს. არც საფრანგეთში და არც იტალიაში აქციის მონაწილეებისთვის ქიმიური საშუალებები არ მიუსხიათ, არავის აქციის მონაწილეები არ გაუძარცვავს, არავის აქციის მონაწილეებისთვის ღამე გვიან სახლში არ დაურეკავს და არ უგინებია და ა.შ. ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვეთ, რაზეც უარი მივიღეთ, რადგან “ოცნებამ” ერთ დღეში, რამოდენიმე საათში, გამოძიება ჩაატარა და გამოძიება დაასრულა. ძალადობა იყო თუ არა საფრანგეთსა და იტალიაში, ვერ გეტყვით, რადგაბ ამ აქციებზე არ ვყოფილივარ. შეიძლება იყო ძალადობაც და უფლებამოსილების გადაჭარბებაც, ამას არ გამოვრიცხავ. საქართველოში ძალადობა იყო ხელისუფლების მხრიდან ასევე შეურაცხყოფა, ძარცვა. არსად ხდება, რომ შუაღამისას, მოქალაქეებს ურეკავდე, აქციის მონაწილეებს, რომელიც რაღაცას აპროტესტებს და დედას აგინებდე. როცა გადაცდომაა, მთავარი რა არის? – ორივე მხრიდან შესაბამისი შეფასება და კანონის შესაბამისად პასუხისმგება მოხდეს. ძალოვანი უწყების არც ერთი წარმომადგენელი დასჯილი არ გვინახავს. ისიც არ ვიცით, რომ იქ სპეცრაზმელები იყვნენ თუ არა, რომლებიც ნიღბებით იყვნენ და ვითომდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მოქმედებდნენ, ამაშია საქმე. ევროპული სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებზე არ მოქმედებს და ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ ექცევა, როგორც ქართული სასამართლო, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს“, – განაცხადა კერესელიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – დავით ქართველიშვილი
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღეს
  • გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge