კარგი იქნება, თუ ამ ინდექსს გაეცნობიან მარტა კოსი და სხვა ევრობიუროკრატები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, თურმე საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამორჩება, რაც გარდა იმისა, რომ სერიოზული ტყუილი და დეზინფორმაცია იყო, პირველ რიგში, მათ იმიჯსვე ურტყამდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილს დაუსვეს კითხვა, რომლის თანახმადაც: „გამოქვეყნდა „გლობალური შიმშილის“ 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით, საქართველო საუკეთესო 24 ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით, პირველ პოზიციაზეა. უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულში არიან“.
რატი იონათამიშვილის თქმით, ობიექტურ შეფასებებში საქართველო ყველგან მოწინავე პოზიციებზეა და „სწორედ მოლდოვა და უკრაინა არიან აუტსაიდერები“.
„ამ ყველაფრის შემდეგ საინტერესოა, ამ ადამიანების პოზიციები და კომენტარები, რადგან მათ საქართველოს მიმართ ნამდვილად ბოდიში აქვთ მოსახდელი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
