„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი ამბობს, რომ არ უნახავს ელენე ხოშტარიას კადრები და შესაბამისად, კომენტარს არ გააკეთებს.
რაც კითხვა დამისვი, არ მინახავს მე ეს კადრები, დავამთავრეთ ლაპარაკი? , – ამბობს ის.
კითხვაზე, მოსწონს თუ არა ის ფაქტი, რომ ქალი პოლიტიკოსი, რომელიც კახა კალაძის ბანერზე ფლომასტერით მიწერის გამო ციხეში მოხვდა და ახლა ეტლით გადაადგილდება, პაპუაშვილი პასუხობს:
თქვენ მოგწონთ, რასაც აკეთებთ?
დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.
მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს
