Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბრალი წარედგინა 7 პირს, რომლებიც კაცებს გაცნობის საბაბით შეხვედრებს უნიშნავდნენ, ჯგუფურად უსწორდებოდნენ და ძარცვავდნენ

October 29, 2026
ბრალი წარედგინა 7 პირს, რომლებიც კაცებს გაცნობის საბაბით შეხვედრებს უნიშნავდნენ, ჯგუფურად უსწორდებოდნენ და ძარცვავდნენ

ბრალი წარედგინა 7 პირს, რომლებიც კაცებს გაცნობის საბაბით შეხვედრებს უნიშნავდნენ, ჯგუფურად უსწორდებოდნენ და ძარცვავდნენ.

პროკურატურამ, დაკავებულებს ბრალი ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე წარუდგინა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით; 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და 181 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვა და გამოძალვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ორგანიზებას უწევდნენ, ხელმძღვანელობდნენ და მონაწილეობდნენ ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფურ მოქმედებებში. დაჯგუფების წევრებს შემუშავებული ჰქონდათ მოქალაქეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და მათგან მატერიალური სარგებლის მიღების გეგმა. მათ მიერ შემუშავებული სქემის თანახმად, დაჯგუფების წევრები სოციალური ქსელების ,,ტინდერისა“ და ,,ფეისბუქის” ყალბი პროფილების გამოყენებით, სხვადასხვა ქალის სახელით, უკავშირდებოდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს და გაცნობის მიზნით შეხვედრებს უთქვამდნენ. ადგილზე მისულ პირებს კი, სასტიკად უსწორდებოდნენ. ცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იარაღის დემონსტრირებით ართმევდნენ ფულს და პირად ნივთებს. დაზარალებულთა ცემასა და შეურაცხყოფას იღებდნენ ვიდეო-კამერით, რასაც შემდგომ ტვირთავდნენ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე. დაჯგუფების წევრები ძალადობრივი ჩანაწერების დემონსტრირებით მოქალაქეებს მათ მიერ შექმნილი ძალადობრივი არხების განსავითარებლად თანხის ჩარიცხვას სთხოვდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იყო რომელიმე კომპანიის დირექტორი და პარალელურად საჯარო სამსახურში იკავებდე ასეთ მაღალ თანამდებობას, ეს პირდაპირ კანონდარღვევაა, მაგრამ არ არსებობს რამე, რასაც „ქოცის“ ფანტაზია ვერ მოიფიქრებს – თაზო დათუნაშვილი
  • დაანებეთ ჩემს თვალთვალს თავი – ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი დევნაზე საუბრობს
  • ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge