გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგი-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ჭურჭელაურები, არტანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გლდანი, მამკოდა, ავჭალის მასივი, ლელუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში წოდორეთში, ზემო ლისზე, ძალაანთხევში, შვინდების მიწასა და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის, ფარნავაზის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში სულიკაანთკარი, კობიაანთკარი, მთვარელიანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
