Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის მიღება შეაჩეროს

October 27, 2026
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის მიღება შეაჩეროს

სახალხო დამცველი კაზინოებისთვის საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლების მინიჭებას ეწინააღმდეგება და პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი.

ლევან იოსელიანის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია საზოგადოებისთვის ასეთი სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, სათანადო ექსპერტული ჩართულობისა და ადამიანის უფლებებზე შესაძლო გავლენის სრულყოფილი შეფასების გარეშე.

ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორები ცვლილებების მიზნად ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ასახელებენ, განმარტებით ბარათში არ არის შეფასებული აზარტული თამაშების შესაძლო გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, სოციალური ზიანი და მისი პრევენციის ხარჯები.

ამასთან, დოკუმენტი არ მოიცავს საერთაშორისო გამოცდილების ანალიზს და არ ასაბუთებს, რატომ არ უნდა მოახდინოს ცვლილებებმა გავლენა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

“სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ფინანსურ სირთულეებზე, ოჯახურ კონფლიქტებსა და არასრულწლოვანებისთვის შესაძლო ზიანზე.

„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას, მათ შორის, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ფართო და სათანადო ჩართულობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შეფასება არ შემოიფარგლოს მხოლოდ მატერიალური სარგებლის განსაზღვრით და სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე მათი შესაძლო გავლენა და დაკავშირებული რისკები”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების შესაძლებლობას აძლევს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს
  • ვინ არის სერგო მეთოფიშვილი – მოსამართლე, რომელიც ოპოზიციის აკრძალვის საქმეს განიხილავს
  • ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge