Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წელს, თბილისში 3 მლრდ დოლარამდე ღირებულების ბინები გაიყიდა – რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი

October 27, 2026
წელს, თბილისში 3 მლრდ დოლარამდე ღირებულების ბინები გაიყიდა – რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი

წელს, თბილისში 3 მლრდ დოლარამდე ღირებულების ბინები გაიყიდა – რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადიწელს, თბილისში 3 მლრდ დოლარამდე ღირებულების ბინები გაიყიდა – რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი

2026 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 429 შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის” თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევაშია საუბარი.

ამავე კვლევის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში, დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 30.9%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა როგორც მეორად, ასევე პირველად ბაზარზე.

„2026 წლის აგვისტოში გაყიდვები, სეზონური ტენდენციის შესაბამისად, თვიურად შემცირდა, თუმცა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე წინა წლის დონეს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება ბაზრის აქტივობას კვლავ ხელს უწყობდა.

2026 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 429 შეადგინა, აქედან:

მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.8%-ით გაიზარდა და 1 781 შეადგინა (2026 წლის 8 თვეში +15.9% წ/წ).

პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 28.4%-ით გაიზარდა და 1 648 შეადგინა (2026 წლის 8 თვეში +20.7% წ/წ), რაც ნაწილობრივ გასული წლის დაბალი ბაზის ეფექტით არის განპირობებული,” – ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე გაიყიდა, სადაც ტრანზაქციების რაოდენობამ 678 შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, „გალთ ენდ თაგარტის” თანახმად, 2026 წლის აგვისტოში, გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით უბნების ჩამონათვალი, ასე გამოიყურება:

საბურთალო – 678 ბინა;

დიდი დიღომი – 690 ბინა;

სამგორი – 500 ბინა;

გლდანი – 367 ბინა;

ისანი – 252 ბინა;

ნაძალადევი – 222 ბინა;

კრწანისი – 198 ბინა;

დიდუბე – 197 ბინა;

ვაკე – 142 ბინა;

ჩუღურეთი – 92 ბინა;

მთაწმინდა – 60 ბინა;

ვაშლიჯვარი – 31 ბინა.

ამასთან, ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის 8 თვეში, თბილისში სულ 30 703 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს
  • ვინ არის სერგო მეთოფიშვილი – მოსამართლე, რომელიც ოპოზიციის აკრძალვის საქმეს განიხილავს
  • ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge