სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. მანამდე გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე პატარიძე პოსტიდან წავიდოდა, იუსტიციის მინისტრს პროკურატურამ პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
ვინ არის და რას საქმიანობდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი პოზიციაზე დანიშვნამდე?
რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
პენიტენციური სამსახურის უფროსად დანიშვნამდე მისი კარიერა შემდეგ ეტაპებს მოიცავდა:
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი: 2026 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე იკავებდა დეპარტამენტის დირექტორის პოსტს.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტი: ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამხარეო დანაყოფს 2026 წლის ივნისამდე.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი: იკავებდა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2025 წლის ივნისამდე.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველო: წარსულში მუშაობდა აღნიშნული სამმართველოს უფროსად.
რამაზ თათარაშვილს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს 2026 წლის 18 თებერვალს. ჰყავს მეუღლე, თეა ციბირაშვილი და ორი შვილი – დაჩი და დავით თათარაშვილები. დეკლარაციის მიხედვით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთები აქვს.
ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2025 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი 22630 ლარი. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მუშაობისას 09.06.2025 – 31.12.2025 პერიოდში მიღებული აქვს 55 209 ლარი. აქვს სამომხმარებლო სესხი საქართველოს ბანკში – 51390 ლარი.
