უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მეუღლისა და მცირეწლოვან შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი გამართლდა.
შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის ცნობით, 112-ზე ბავშვმა დარეკა და სასწრაფოდ პატრულის დახმარება ითხოვა. 112-ზე განხორციეკებული ჩანაწერის მიხედვით, თუ პატრულის თანამშრომლები დროულად არ მივიდოდნენ, ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა.
პროკურორის მტკიცებით, ბრალდებული იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და ოჯახის წევრებს ნაჯახით ემუქრებოდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ოჯახის წევრებმა ჩვენება არ მისცეს. გადაწყვეტილების მიხედვით, განმარტეს, რომ ბრალდებულს არც ცული მოუქნევია და არც დამუქრებია. წინასწარ გამოძიების დროს მიცემული ახსნს-განმარტებები კი სიცრუეაო.
მოსამართლის განმარტებით, დაზარალებულთა განმარტებების საფუძველზე, არ შეიძლება ბრალდებული დამნაშავედ იყოს ცნობილი.
პროკურორი სამ ინსტანციაში ცდილობდა სასჯელის დაკისრებას, თუმცა არც ერთგან მისი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილეს.
