Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე – ლევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

October 27, 2026
ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე – ლევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, – ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ქვეყნის მოღალატე იყო, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსულ დაზვერვას ქართული ჯარის კოორდინატებს აწვდიდა.

როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. ჩატარებული ექსპერტიზებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს სხეულზე 40-მდე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა.

2020 წელს, სტრასბურგმა საქმეზე – “შავაძე საქართველოს წინააღმდეგ” სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 40 000 ევროს გადახდა დააკისრა. შავაძის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 13 პირი.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, როინ შავაძეზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამორალური იყო.

“ქართული თუ ევროპული სასამართლოს – სტრასბურგის გადაწყვეტილებებით, უკვე ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე, ჩვენ ვისმენთ ასეთ ამორალურ განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანის და ზოგადად მისი პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს და, ასევე, კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელს, რომ დიახაც, ისიც პირადად, რაც ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერაც იყო დადასტურებული, პირადად, მაგრამ მის მიერ შექმნილი მთლიანი სისტემა იყო მოწოდებული მხოლოდ ერთი მიზნისკენ – ეწამებინათ, ეტანჯათ და გაეუბედურებინათ საქართველოს მოსახლეობა, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს რაღაც საბურველივით მოერგოთ საკუთარ თავზე მთელი ქვეყანა და მთელი საზოგადოება. უბრალოდ შეუძლებელია რაიმე სხვა კომენტარის გაკეთება, როდესაც ყოფილ სამხედროებს, მაშინდელ მოქმედ სამხედროებს ექცევიან ისე, როგორც მოექცნენ”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაუკვირდით თქვენს განცხადებას! – რევაზ ნადარიამ ანი წითლიძეს ნუგზარ ფუტკარაძის ხსენების დროს სიტყვა გააწყვეტინა
  • “უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა” – რას აცხადებს ირაკლი კირცხალია
  • პარტიების აკრძალვის სარჩელის მთავარი შინაარსი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო ჯარის დაკანონება და მტრისთვის ჩვენი ისტორიული მიწების ჩაბარება – გიგა ლემონჯავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge