თელავში არასრულწლოვანებმა თანატოლს სცემეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ავტობუსიდან დაინახა, როგორ ჰყავდათ “სკამებზე დაგდებული ბიჭებს ერთი ბიჭი და ურტყამდნენ.”
“ბიჭი იყო არასრულწლოვანი, მაღალი, ჩადგმული, სცემდნენ თანატოლი ბიჭები, ის ტიროდა. მე გავაშველე ქალმა. იქ ბიჭები და გოგონები, თანატოლები იყვნენ, ერთმა ბიჭმა თქვა, მე ვაშველებდიო…” | წერდა ფაქტის თვითმხილველი სოციალურ ქსელში.
მთავარს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დადგენილია ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანი პირები და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება.
