ეს სერბეთის ისტორიაში ნამდვილად ახალი ფურცელია, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სტუდენტური სიის“ გამარჯვებას ეხმაურება.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სერბეთში ცვლილებები მოხდა.
„სერბეთს წარმატებას, რეალურ განვითარებასა და ევროპულ საზოგადოებასთან თბილ ურთიერთობებს ვუსურვებთ“, – წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკი სერბეთს „უკრაინელი ხალხის, სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის პატივისცემისთვის“ მადლობას უხდის.
„ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ ჩვენს საერთო მიღწევებს – ყველაფერს, რაც ჩვენს საზოგადოებებს აძლიერებს და ადამიანებს მეტ შესაძლებლობას აძლევს. მზად ვართ, ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება გავაგრძელოთ. დაე, სერბი ხალხის ყველა კეთილი იმედი ასრულდეს!“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, სერბეთში გუშინ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც „სტუდენტურმა სიამ“ ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია“ დაამარცხა.
