Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პარტიების აკრძალვა თუ არ მოხდება, მაშინ საქართველოში მუდმივად პოლიტიკური საბოტაჟისა და გადატრიალებების არენა იქნება”- ირაკლი ქადაგიშვილი

October 23, 2026
“ერთმანეთში არჩიონ, ვინ დონ კიხოტია, ვინ სერვანტესი, ვინ შექსპირის გმირი ან ავთანდილი, თუმცა, არც ერთთან ამ ხალხის შედარებითი კავშირიც კი არ შეიძლება”-ირაკლი ქადაგიშვილი

ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედება კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, პარტიების აკრძალვა თუ არ მოხდება, მაშინ საქართველოში მუდმივად პოლიტიკური საბოტაჟისა და გადატრიალებების არენა იქნება.

„ეს პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ამკრძალავი ვერდიქტის გამოტანას იმსახურებენ. დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. რაც შეეხება პარტნიორების განცხადებებს, არიან არაობიექტური, საქართველოს კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულოდ განწყობილი, მათ შორის, მათივე ინსტიტუტების დასკვნების უარყოფით დაკავებული. საქმე როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკურად რეზონანსულ საკითხს ეხებოდა, ყოველთვის პირდაპირი ჩარევა ხდებოდა ქართულ მართლმსაჯულებაში და ამბობდნენ, რომ ეს პოლიტიკური დევნის საგანი იყო. ეს საქმე როცა სტრასბურგის სასამართლოში მიდიოდა, ევროპული სასამართლო ქართული მართლმსაჯულების ქმედებას ამართლებდა. ანუ, პარტნიორები თვლიან, რომ საქართველოს კონსტიტუცია, სახელმწიფო მართლმსაჯულება, გარედან მართვის ობიექტია? ანუ, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვართ? დემოკრატიის დაზიანება მათი საქციელი იყო, როდესაც არჩევნების შედეგები არ ცნეს. ეს მაშინ, როცა ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში უთითებდნენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდა. ამის მიუხედავად, მათ ამ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდეს და ევროპარლამენტმა საპარლამენტო რევოლუციაც მიიღო. ამის შემდეგ, რომელი დემოკრატიის მხარდაჭერაზეა საუბარი? – ეს პარტიები პარლამენტიდან ისე გაიყვანეს, ერთისთვისაც არ უთქვამთ, რომ ეს არის დემოკრატიის დაზიანება და ელექტორატის უპატივცემულობა. პირიქით, 4 ოქტომბრის გადატრიალებაზე გამოვიდნენ და მას მხარი ღიად დაუჭირეს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დემოკრატიული სტანდარტის დაცვაზე კი არ არის საუბარი, არამედ საუბარია ვიწროპოლიტიკური ინტერესების გატარებაზე.

„ეს ნაკარნახევია იმით, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მათ მიეცათ საშუალება, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება ეწარმოებინათ, მაგრამ ეს სწორედ გადატრიალება, საბოტაჟისა და ამდაგვარი საქმიანობისთვის გამოიყენეს. ამ პარტიების აკრძალვა თუ არ მოხდება, მაშინ საქართველოში მუდმივად პოლიტიკური საბოტაჟისა და გადატრიალებების არენა იქნება. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედება კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა იყოს ჩატეული. ეს პრეცედენტები თუ არ შეიქმნა, ის მავნე და ცუდი პოლიტიკური ტრადიცია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ჰქონდა, რომ ყველა დაპირისპირება, გადატრიალება და სამართლებრივად შეფასების გარეშე რჩებოდა, რეალური ჭეშმარიტი დემოკრატიისა და მრავალპარტიულობისკენ არ მიგვიყვანს. 2012 წლის შემდეგ არცერთი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა, რაზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლასტერს ბოიკოტი არ გამოუცხადებიათ. ამ დროს ხომ შეიძლება, ამ ბოიკოტს ჰქონდეს მტკიცებულებითი რაიმე საფუძველი? – შედეგები არ მოეწონათ და ყველაფრის აყირავება სურდათ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურორმა არ გამორიცხა, რომ მიქაუტაძემ ლილუაშვილის გარდა, კიდევ სხვა პირების წინააღმდეგაც მისცა ჩვენება
  • დიტო ჩუბინიძე განსასჯელის სკამზე – სასამართლო ჟურნალისტის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს
  • რუსეთი ქართული თევზისა და ზღვის პროდუქტების 6 მწარმოებელს შეამოწმებს – „როსსელხოზნადზორი“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge