Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსეთი ქართული თევზისა და ზღვის პროდუქტების 6 მწარმოებელს შეამოწმებს – „როსსელხოზნადზორი“

October 23, 2026
რუსეთი ქართული თევზისა და ზღვის პროდუქტების 6 მწარმოებელს შეამოწმებს – „როსსელხოზნადზორი“

რძის მწარმოებელი 2 კომპანიის დაშვების შემდეგ, „როსსელხოზნადზორი“ უკვე თევზის და ზღვის პროდუქტების მწარმოებელ 6 კომპანიას შეამოწმებს – ამის შესახებ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორის“) ვებგვერდზე წერია. (რძის მწარმოებელი კომპანიების სახელს უწყება არ აკონკრეტებს).

როგორც ცნობილია, 20-დან 22 ოქტომბრამდე თბილისში, ვეტერინარული პროდუქტების მარეგულირებელი სისტემების გაძლიერების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული სემინარის ფარგლებში, „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სურსათის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მეცხოველეობის პროდუქტების ორმხრივი მიწოდების გაზრდა, მათ შორის, ორი ქვეყნის ბაზრებზე ახალი ტიპის საქონლის ხელმისაწვდომობა განიხილეს.

„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, უწყებამ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, რომ მესამე ქვეყნის საწარმოების რეესტრში რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო შეყვანა დაამტკიცოს.

რუსული მხარე, ასევე, გამოთქვამს მზადყოფნას, თევზისა და ზღვის პროდუქტების 6 ქართული მწარმოებელი შეამოწმოს, რომლებიც თავიანთი პროდუქციის რუსეთში მიწოდებით არიან დაინტერესებული.

„დროული შემოწმების შედეგებისა და დარღვევების არარსებობის საფუძველზე ამ კომპანიების თევზის პროდუქტებს რუსეთის ბაზარზე შესვლის უფლება მიეცემათ,“ – წერს „როსსელხოზნადზორი.“

ამასთან, „როსსელხოზნადზორს“ ფედერალური სახელმწიფო საინფორმაციო სისტემა VetIS-ის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხიედვითაც, 16 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს ბაზარზე 6 400 ტონა რძის პროდუქტი გაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცვლელი მოცულობაა.

ასევე, უწყება ფედერალურ სახელმწიფო საინფორმაციო სისტემებზე, VetIS-სა და Argus-Fito-ზე დაყრდნობით ექსპორტ-იმპორტის სხვა სტატისტიკურ მონამცემებსაც ავრცელებს. კერძოდ:

16 ოქტომბრის მდგომარეობით რუსეთიდან საქართველოში ცოცხალი ღორის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა და 180 100 სულს მიაღწია.
2027 წლის პირველ კვარტალში საქართველო ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო 1 მილიონზე მეტი დოზის რუსულ ვაქცინებს შეისყიდის
17 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში ხახვის გადაზიდვები 3.1-ჯერ გაიზარდა და 2 300 ტონას მიაღწია.
რაც შეეხება რუსეთში საქართველოდან იმპორტს:

ნექტარინის მიწოდება – 7.5%-ით, 17.8 ათას ტონამდე გაიზარდა
ვაშლის – 24.5%-ით, 15 ათას ტონამდე
მოცვის – 46.7%-ით, 9.5 ათას ტონამდე
ქლიავის – 43.3%-ით, 5.5 ათას ტონამდე
მანდარინის 57.2%-ით, 3.3 ათას ტონამდე
ლეღვის – 19.3%-ით, 1.9 ათას ტონამდე
საზამთროს – 59.5%-ით, 1.4 ათას ტონამდე
ცნობისთვის: 9 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა ქართული კომპანიების ნაწილის პროდუქციის იმპორტსა და მიმოქცევაზე დროებითი სანიტარული ღონისძიება გამოაცხადა. შეზღუდვა რამდენიმე მსხვილ ქართულ მწარმოებელს შეეხო, როგორიც არის „თელიანი ველი,“ „თბილღვინო,“ „ძმები ასკანელები,“ „ვაინმენი,“ „ქართული ლუდის კომპანია,“ „კოკა-კოლა“ და „ნაბეღლავი.“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ალბანეთის პრემიერი ახცადებს, რომ ანტისამთავრობო აქციების უკან „ანტიფას“ ქსელთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან – „ესკალაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა“
  • 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე – მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად – პაატა ბურჭულაძე
  • ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, “ნახიდურის ჰესში” 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები – პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge