“ასევე ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში” – ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს,ს ადაც ოპოზიციის აკრძალავის სარჩელის განხილვა მიდის.
“ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს” – წერს წერილში ელენე ხოშტარია და დასძენს, რომ “ერთად ძალიან ძლიერები ვართ!”
“როგორც საკანში მყოფმა, როგორც პოლიტპატიმარმა, მინდა, მივმართო ოპოზიციას და ვუთხრა, რომ დიდ იმედსა და ენერგიას გვაძლევს მიმდინარე პროცესის ყურებისას მათი პროფესიონალიზმი, ეთიკურობა, მორალური უპირატესობა, ცოდნა, კომპეტენცია და, რაც მთავარია, სიმართლე!
ასევე ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში.
ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს.
რთული პროცესია, წინ ბევრი ბარიერი გვექნება, მაგრამ ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
რუსთავის ქალთა ციხე
22/10/2026”- წერს ელენე ხოშტარია.
