პროტესტი საგამოფენო სივრცის დასაცავად – ამ წუთებში მოქალაქეები ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და ადგილზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.
- 100 ათასი კვადრატული ტერიტორიიდან ნაწილზე “ოცნების” გარემოცვის ბიზნესმენი მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს.
როგორც ადგილიდან “პირველების” კორესპოდენტი იუწყება, ახლა ექსპო-ჯორჯიაში იმ კომპანიის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას აპირებს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ექსპო-ჯორჯიაში მიმდინარე პრეზენტაციაზე შესვლის და კომპანიის მფლობელებთან შეხვედრის საშუალბას არ აძლევენ. პოლიციამ შესასვლელი რკინის ჯებირებით ჩახერგა.
