პარლამენტმა პირველი მოსმენით ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭა – ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს და წერს, რომ საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
ცვლილება ეროვნული ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებას ანიჭებს და არა ვალდებულებას. ციფრული ლარის გარდა საკანონმდებლო ცვლილებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გახდომის კრიტერიუმებიც მკაცრდება
