Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“შეიძლება დაგვხოცონ, შეიძლება ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს, რათა საქართველოს მოსახლეობას და მის მომავალს შევუნარჩუნოთ თავისუფლება” – გედევან ფოფხაძე

October 14, 2026
“შეიძლება დაგვხოცონ, შეიძლება ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს, რათა საქართველოს მოსახლეობას და მის მომავალს შევუნარჩუნოთ თავისუფლება” – გედევან ფოფხაძე

საჭირო თუ იქნება, ბრძოლას შევეწირები, არც ციხის პრობლემა მაქვს და არც ლიკვიდაციის, უნდა გავერთიანდეთ იმ განცდით, რომ შეიძლება, ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს, რათა საქართველოს თავისუფლება შევუნარჩუნოთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მონობაში ცხოვრებას ამჯობინონ თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი.

„ბევრი რამ ჩვენზეც არის დამოკიდებული. მე პირდაპირ, აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია, საჯაროდ გითხრათ, რომ სიცოცხლის ფასად ამას დავიცავ, იმიტომ, რომ მე არ მიღირს იმ საქართველოში ცხოვრება, სადაც ეს რეალობა იქნება. არც ციხის პრობლემა მაქვს და არც იმის, რომ რეჟიმი ჩემს ლიკვიდაციას მოახდენს. საჭირო თუ იქნება, შევეწირები ამ ბრძოლას.

ეს კარგად მაქვს გათავისუფლებული და მგონია, ამ ფლანგზე ასეთი ადამიანები არიან. ეს თუ იქნება ეროვნული არჩევანი და ვიტყვით, რომ მონობაში ცხოვრებას გვირჩევნია თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი და მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ეროვნული მაჩვენებელი, მაგრამ ამ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მონობაში ცხოვრებას ამჯობინონ თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი.

რაც შეეხება ბრძოლის გზებს – უფრო მეტი დისციპლინა ქუჩის პროტესტების დროს, ქუჩის პროტესტის ხარისხის უფრო გაზრდა, მეტი მცდელობა დემონსტრირებისა, რომ მზად ვართ ყველაფერზე წავიდეთ და ამ ნიშნით ხალხის მოზიდვა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ განცდით, რომ შეიძლება დაგვიჭირონ, შეიძლება დაგვხოცონ, შეიძლება ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს, რათა საქართველოს მოსახლეობას და მის მომავალს შევუნარჩუნოთ თავისუფლება. ამ განცდით უნდა გაგრძელდეს პროტესტი და ეს უნდა იყოს ძალიან გადამდები და გააზრებული პროტესტი, იმიტომ, რომ ასეთ რეალობაში ცხოვრებას მართლა სჯობს, ბრძოლაში დავიღუპოთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისი აზრით, აჯანყებისგან, რევოლუციისგან, სახალხო მღელვარებისგან საზოგადოება მაშინ არის დაზღვეული, როდესაც ქვეყანაში სამართლებრივ გარემოა.

ფოფხაძის თქმით, ხალხს როდესაც ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის უფლებას წაართმევ, ეუბნები, რომ ქვეყნის თავისუფლება გადის აჯანყებაზე და არა არჩევნებზე.

„ფასი ძალიან მძიმეა. აქ უკვე რეპუტაციულ ზიანზე არ არის მარტო საუბარი. როცა თქვენ საარჩევნო დემოკრატიას აუქმებთ, თქვენ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლის სამართლებრივ სივრცეს უკლავთ და ხალხი რჩება მარტო ერთი ფორმით პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობის წინაშე. მე კარგად ვიცი ტერორიზმის საფუძვლები და ეს რატომ ჩნდება?! თავისთავად, ეს ცუდია, ბოროტებაა, მაგრამ, როგორც წესი, ამის პროვოცირება არის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის პოლიტიკური სივრცის წართმევა.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აჯანყებისგან, რევოლუციისგან, სახალხო მღელვარებისგან დაზღვეული ვართ მაშინ, როდესაც ჩვენ ვქმნით ქვეყანაში სამართლებრივ გარემოს. როდესაც ქვეყანაში არის კონსტიტუციური წეს-წყობილება და არის იმის შესაძლებლობა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალო, მაშინ ნებისმიერ სხვა გზაზე საუბარი არის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასების საგანი. როცა შენ ამას ხალხს წაართმევ, იქ უკვე, პირიქით, არ უტოვებ სხვა შანსს, პირდაპირ ეუბნები, რომ ქვეყნის თავისუფლება გადის აჯანყებაზე და არა არჩევნებზე“, – განაცხადა ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მსოფლიოს არაბიკას დეფიციტი ემუქრება – 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყავას ყიდულობს
  • “მანანა კობახიძემ გადაწყვიტა, რომ მას არ ძალუძს ჩაერთოს ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში” – რას აცხადებს გია ვოლსკი
  • “სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან ” – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება პატრიარქ შიო III-ის განცხადებას ეხმაურება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge