“პარტიების გაუქმებისთვის წინმსწრებად სჭირდებათ “მოძალადე” პოლიტიკოსები და პარტიები” – ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ევროკავშირმა, ასეთ დღეში მყოფ ქვეყნებს და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ველაპარაკებითო და სატესტო ვადა მისცა ქოცებს იანვრამდე: თუ გამოსწორდებით, კომუნიკაცია აღდგებაო.
ცალკე საკითხია, რომ ეს შეცდომად მიმაჩნია მე პირადად, და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ქოცების რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ არ ესმით შანსის მიცემის, კომპრომისის და მსგავსის და მიიჩნევენ სისუსტედ. ახლაც ასე მოხდა (და ყველა სხვა შემთხვევაშიც): მთავარი, რაც არ უნდა ექნათ – პარტიების გაუქმება – დაჩქარებული ტემპებით მიყავთ ბოლომდე.
საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ. მეტიც, ლოგიკურად თუ ვივარაუდებთ, საბოტაჟის განაჩენი უფრო ადრე შეიძლება დადგეს, რადგან პარტიების გაუქმებისთვის წინმსწრებად სჭირდებათ “მოძალადე” პოლიტიკოსები და პარტიები.
არ ვიმკითხავებ, ჯერ რომელი იქნება, უბრალოდ ვივარაუდე. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ორივეს იზამენ და სხვა დანარჩენსაც, რომ იანვარში ქვეყანა კიდევ უფრო შორს იყოს სანუკვარი ისტორიული მიზნისგან – ევროკავშირისგან.
ცალკე საკითხია, რომ ეს შეცდომად მიმაჩნია მე პირადად, და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ქოცების რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ არ ესმით შანსის მიცემის, კომპრომისის და მსგავსის და მიიჩნევენ სისუსტედ. ახლაც ასე მოხდა (და ყველა სხვა შემთხვევაშიც): მთავარი, რაც არ უნდა ექნათ – პარტიების გაუქმება – დაჩქარებული ტემპებით მიყავთ ბოლომდე.
საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ. მეტიც, ლოგიკურად თუ ვივარაუდებთ, საბოტაჟის განაჩენი უფრო ადრე შეიძლება დადგეს, რადგან პარტიების გაუქმებისთვის წინმსწრებად სჭირდებათ “მოძალადე” პოლიტიკოსები და პარტიები.
არ ვიმკითხავებ, ჯერ რომელი იქნება, უბრალოდ ვივარაუდე. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ორივეს იზამენ და სხვა დანარჩენსაც, რომ იანვარში ქვეყანა კიდევ უფრო შორს იყოს სანუკვარი ისტორიული მიზნისგან – ევროკავშირისგან.“ – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა: „საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს” – წერს გვარამია.
