Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წელს 8 თვეში საქართველომ 8.190 მლნ აშშ დოლარის ხახვი შეიძინა

October 14, 2026
წელს 8 თვეში საქართველომ 8.190 მლნ აშშ დოლარის ხახვი შეიძინა

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ რეკორდული რაოდენობის – 33 270 ტონა ხახვი შეიძინა, რომლის საიმპორტო ღირებულებამ 8.190 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში ხახვი წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეოთხე პოზიციას იკავებს – მისი ფასი 36.2%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2009 წლის შემდეგ (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები ამ პერიოდიდან ქვეყნდება), მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ხახვის იმპორტმა რაოდენობრივად მაქსიმუმს მიაღწია.

შედარებისთვის, გასული წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 30 789 ტონა ხახვი შეიძინა, რომლის ღირებულებამ 7.366 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებულია 25 969 ტონა, 6.686 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხახვი, 2023 წლის რვა თვეში – 23 743 ტონა, 9.175 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტი და ა.შ.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, საიდანაც მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში ხახვი შემოვიდა, მათ შორის პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს, რომელსაც სომხეთი და თურქეთი მოსდევს.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ხახვის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულს გთავაზობთ:

აზერბაიჯანი – 25 231 ტონა (6.174 მლნ აშშ დოლარი);

სომხეთი – 3 391 ტონა (834.8 ათასი აშშ დოლარი);

თურქეთი -1 797 ტონა (434.8 ათასი აშშ დოლარი);

უზბეკეთი -1 303 ტონა (320 ათასი აშშ დოლარი);

ირანი – 432 ტონა (107.9 ათასი აშშ დოლარი).

რაც შეეხება საიმპორტო ფასს, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 1 კგ ხახვის საშუალო საიმპორტო ფასმა დაახლოებით 25 აშშ ცენტი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაახლოებით 24 ცენტი იყო.

შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საერთო მაჩვენებლის მიხედვით და წარმოადგენს საშუალო ღირებულებას გადასახადების გარეშე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ არის ძებნილი, რომელმაც სამეგრელოში მამა-შვილი დაჭრა – დეტალები ადგილიდან
  • “შეიძლება დაგვხოცონ, შეიძლება ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს, რათა საქართველოს მოსახლეობას და მის მომავალს შევუნარჩუნოთ თავისუფლება” – გედევან ფოფხაძე
  • “პარტიების გაუქმებისთვის წინმსწრებად სჭირდებათ “მოძალადე” პოლიტიკოსები და პარტიები” – რას წერს ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge