Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რეალურად, დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია” – ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

October 14, 2026
ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია – ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ე.წ. პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებას გამოეხმაურა.

როგორც ის წერს, „ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა“.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ველოდი და ძალიან მიხარია სიცხადე, რომ დაიწყო პარტიების აკრძალვის პროცესი. ოღონდ მიხარია არა დიქტატურა, არამედ ის, რომ გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და ქვეყანაში არსებულ დიქტატურას დავარქმევთ თავის სახელს. რეალურად, დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია – ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას.

ჩვენ დღეს ბრძოლისთვის სწორედ სიცხადე გვჭირდება, რომ სწორედ ყველა პლატფორმაზე საერთო სტრატეგიაზე ვიყოთ. ამის გაფორმება ჩვენ გვაძლევს იარაღს ძლიერი ბრძოლის. ჩვენს პარტნიორებს აძლევს კონკრეტულ იარაღს იმისა, რომ იმოქმედონ, აქტიურად იმოქმედონ და აღარ მოიტყუონ თავი, რომ ეს თითქოს რაღაცა დემოკრატიის კრიზისია. არა, ეს არის დიქტატურა!

ასევე მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ გამოუვიდა ჩვენი, ოპოზიციური პარტიების განადგურება. ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ჯერ კიდევ 2024-დან. რადგანაც განადგურება არ გამოუვიდა, ამიტომ უწევს მას აკრძალვა. ეს მეტყველებს საქართველოში პროდასავლური სპექტრის სიძლიერეზე. ამიტომ ნუღარ მოვიტყუებთ თავს. ჩვენ არ ვართ პარტიულ ბრძოლაში, ჩვენ ვართ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მოქალაქეები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით, პოლიტიკოსები“, – აღნიშნავს ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოს შესაშური არაფერი აქვს. პირიქით, შესაძლოა, მოლდოვას ჰქონდეს შესაშური” – გურამ მაჭარაშვილი
  • პარლამენტმა პირველი მოსმენით ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭა
  • წელს 8 თვეში საქართველომ 8.190 მლნ აშშ დოლარის ხახვი შეიძინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge