“იმ პოსტის ქვეშ 4 ათასი კომენტარი ეწერა, სადაც ყველა დედას აგინებდა, თუმცა რატომღაც მხოლოდ მე დამაჯარიმეს“ – აცხადებს ინფლუენსერი და ბიზნესვუმენი ეკუნა ყურშიტაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 2500 ლარით დააჯარიმა.
მისი თქმით, საქმე გურამ დადიანიძის შესახებ გავრცელებულ ამბავს უკავშირდება – ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარმა ის გააღიზიანა და საპასუხოდ თავადაც დაწერა კომენტარი. ყურშიტაშვილი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას აპირებს, რადგან სიძულვილის ენის წინააღმდეგ კანონს მიესალმება, თუმცა მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში უსამართლოდ გამოარჩიეს.
Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჰყვება, როგორ შეიტყო ჯარიმის შესახებ, რატომ არ აპირებს, მის გასაჩივრებას და რა კითხვები აქვს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით
– ეკუნა, გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტზე გაკეთებული კომენტარის გამო 2500 ლარით დაგაჯარიმეს, რა თემაზე იყო პოსტი, რა დაწერეთ და ვინ გიჩივლათ?
– დიახ, ნამდვილად დამიწერეს 2500-ლარიანი ჯარიმა, თემა ეხებოდა ყველაზე სენსიტიურ და მტკივნეულ საკითხს, ეს იყო გურამ დადიანიძის ამბავი, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო და განსაკუთრებით მშობლები ძალიან დაზაფრულები ვართ ამ ამბის შემდეგ.
ამ ამბავზე გააკეთა კომენტარი ვინმე ანა გელაშვილმა, ეს იყო ძალიან დამცინავი კომენტარი გურამ დადიანიძის მიმართ. ამან გამაღიზიანა და დავუწერე ერთი კომენტარი. მთელი საქართველო, დაწყებული ტიკტოკიდან, ფეისბუქზე და ყველგან ამ გოგოს აგინებდა და ლანძღავდა მისი უტიფარი საქციელის გამო, მაგრამ რატომღაც მარტო მე დამაჯარიმეს. განაგრძეთ კითხვა…
