ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრულ-ინსპექტორმა ნიკოლოზ თორდიამ სამსახური დატოვა.
“კი ბატონო, საპატრულო პოლიციის რიგები დატოვა. თავის სურვილით წავიდა”. განუცხადა ირაკლი ხუბულავამ TV ფორმულას.
ის ამბობს, რომ არ იცის ნიკოლოზ თორდიამ დატოვა თუ არა ქვეყანაც.
ზუგდიდელმა აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრულმა ნიკოლოზ თორდია, რომელიც აქტივისტების წინააღმდეგ არაერთ საქმეში ფიგურირებს, გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს.
