Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარტიის აკრძალვით პენსია არ გაიზრდება, პური არ გაიაფდება, პროდუქტებზე ფასები არ დაიწევს და პრობლემები არ მოგვარდება!- დაჯი კოვზირიძე უმრავლესობას

October 13, 2026
პარტიის აკრძალვით პენსია არ გაიზრდება, პური არ გაიაფდება, პროდუქტებზე ფასები არ დაიწევს და პრობლემები არ მოგვარდება!- დაჯი კოვზირიძე უმრავლესობას

თუ ხალხის პრობლემებზე გელაპარაკებით, თქვენი კოლექტიური მახვილი გონებით და გადაწყვეტილებით უნდა აგვკრძალოთ! თუ პენსიების გაზრდას ვითხოვთ – უნდა გაგვაჩუმოთ! თუ საწვავის, სურსათისა და მედიკამენტების ფასების ზრდაზე პასუხს გთხოვთ, უნდა აგვიკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა! პარტიის აკრძალვით პენსიონერს პენსია არ გაეზრდება, პური არ გაიაფდება, პროდუქტებზე ფასები არ დაიწევს და ენერგომატარებლებზე ფასები არ შემცირდება. ქვეყნის პრობლემები ამით არ მოგვარდება! – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კოვზირიძის თქმით, მათი პარტია პარლამენტში ხალხის ხმას წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლებამ დაივიწყა და შესაბამისად, მოსახლეობის პრობლემებზე დუმილს არ აპირებენ.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ტრიბუნიდან ყოველდღე ერთსა და იმავეს გეუბნებით – ხალხს უჭირს, თუმცა თქვენ თქვენი თბილი სავარძლებიდან ამას ვერ გრძნობთ! ჩვენ ვსაუბრობთ პენსიებზე, ხელფასებზე, სურსათის ფასებზე, საწვავზე, მედიკამენტებზე. ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ უამრავი პრობლემა და რომელთაც თვიდან თვემდე თვისი ხელფასი არ ჰყოფნით. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ თქვენი გუნდის კორუფციაზე, რომელიც თქვენვე დაადასტურეთ იმაზე, რომ შეჭამეთ და გააღატაკეთ ეს ქვეყანა. ჩვენ გეუბნებით, რომ ადამიანებს სჭირდებათ არა ციფრებით მანიპულირება და ბიუჯეტის ზრდით გამოწვეული ტრაბახი, არამედ რეალური შემოსავალი, ხელმისაწვდომი ფასები და ღირსეული ცხოვრება!

რა გევალებათ თქვენ – ფასები უნდა შეამციროთ, რადგან ფასები ძალიან დიდ ტვირთად იქცა ადამიანებისთვის; პენსიები უნდა გაზარდოთ და არა ისე, როგორც გუშინ სამარცხვინოდ, 25 ლარით რომ გაუზარდეთ პენსიონერებს, მაგრამ თქვენ ამის ნაცვლად პოლიტიკური პარტიების აკრძალვით იმუქრებით, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვითაც და მინდა გითხრათ, რომ სამარცხვინოდ იქცევით!

თქვენი კოლექტიური მახვილი გონებით და გადაწყვეტილებით, თუ ხალხის პრობლემებზე გელაპარაკებით, უნდა აგვიკრძალოთ, თუ პენსიების გაზრდას ვითხოვთ, უნდა გაგვაჩუმოთ? თუ საწვავის, სურსათისა და მედიკამენტების ფასების ზრდაზე პასუხს გთხოვთ, უნდა აგვიკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა! პარტიის აკრძალვით პენსიონერს პენსია არ გაეზრდება. პარტიის აკრძალვით პური არ გაიაფდება, პროდუქტებზე ფასები არ დაიწევს და ენერგომატარებლებზე ფასები არ შემცირდება. ქვეყნის პრობლემები ამით არ მოგვარდება, ხალხის პრობლემები და სიღარიბე არ გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პრობლემებთან მებრძოლი ადამიანების აკრძალვა და გაჩუმება გსურთ!

ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ საკითხებზე საუბარს გააგრძელებს. გავაგრძელებთ კითხვების დასმას, მოვითხოვთ პასუხებს და დავიცავთ იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთა ხმა ხშირად ხელისუფლებას არ ესმის! დრო ძალიან სწრაფად გადის, ხელისუფლება დროებითია, ხოლო თქვენს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა პერსონალური და მუდმივი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს და ვინც ამ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს. თქვენ პოლიტიკური ოპონენტების დამარცხების ნაცვლად აირჩიეთ პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვის გზა და ამის შეფასებას საზოგადოება და ისტორია მოახდენს. ხოლო თქვენ, თითოეულ თქვენგანს, მოგიწევთ პასუხის გაცემა საკუთარ გადაწყვეტილებებზე არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან, არამედ საზოგადოებასთანაც, ქართველ ხალხთანაც. ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის. ჩვენ არ ვაპირებთ ხალხის პრობლემებზე დუმილს და თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი აკრძალვით ამ პრობლემებსაც გააჩუმებთ, ძალიან ცდებით! ჩვენ ამ პარლამენტში ვართ ხალხის ხმა! პენსიონერის, მოქალაქის, დაუცველი ადამიანის ხმა, დაჩაგრული ადამიანის ხმა, მრავალშვილიანი ოჯახის, იმ ადამიანების, რომელიც ყოველდღე მაღაზიაში შედის, მაგრამ ხელცარიელი ბრუნდება, რადგან ვერ სწვდება მისი ჯიბე ამ გადასახადებს. ჩვენი გაჩუმება თქვენი პრობლემების გადაწყვეტა ვერ იქნება. თქვენ თქვენი აულაგმავი და ზღვარსგადასული ქმედებებისთვის აუცილებლად აგებთ პასუხს ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ გახშირდა “ლიფტების მოწყვეტა“?! – “შესაძლოა, მგზავრი ისეთი ძალით დაეცეს კაბინის იატაკზე ან შეეხეთქოს ლიფტის კედლებს, რომ მოტეხილობები ან სხვა ტრავმები მიიღოს”
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება- ლადო სადღობელაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge