Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას ჰყვება ამერიკელი ჟურნალისტი რუსეთში გატარებულ ციხეზე

October 12, 2026
რას ჰყვება ამერიკელი ჟურნალისტი რუსეთში გატარებულ ციხეზე

🇬🇪 The Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა ევან გერშკოვიჩმა რუსეთში უკანონო 16-თვიანი პატიმრობა, ორ ქვეყანას შორის პატიმრების ისტორიული გაცვლა და რამდენიმე დღის წინ გამოსული მისი წიგნის – This Cursed Beautiful Land („ეს დაწყევლილი ლამაზი ქვეყანა“) – დეტალები გამოცემა The New Yorker-ის პოდკასტის ეთერში განიხილა.

მოსკოვში მივლენილი ახალგაზრდა ამერიკელი კორესპონდენტი 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავეს და საპატიმროში 16 წელი მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით. ის 2024 წლის 1 აგვისტოს პატიმრების მასშტაბური, სხვადასხვა ქვეყნის ძალისხმევით ორგანიზებული გაცვლისას გაათავისუფლეს.

ინტერვიუს გავლენიანი მედიის მთავარი რედაქტორი დევიდ რემნიკი უძღვებოდა. გერშკოვიჩმა ასევე დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე, პატიმრობისას ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და შინ დაბრუნების რთულ პროცესზე ისაუბრა.

შეკერილი საქმე და მძევალთა დიპლომატია

გერშკოვიჩის განმარტებით, ის დააკავეს არა შპიონაჟისთვის, არამედ იმიტომ, რომ მძევალთა დიპლომატიის მორიგ რაუნდში კრემლს სავაჭრო ბერკეტი ჰქონოდა.

2022 წლის მიწურულს ვლადიმირ პუტინმა უშიშროების ფედერალურ სამსახურს შპიონის დაკავება დაავალა. გერშკოვიჩის თქმით, ეს ნიშნავდა „ახალ ხორცს“ დასავლეთთან სავაჭროდ. რუსეთს უშიშროების დაქირავებული მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის დახსნა სურდა. ის გერმანიაში იხდიდა სასჯელს.

კრასიკოვი გერმანულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და მიიჩნია, რომ მკვლელობის დამკვეთი რუსული სახელმწიფო იყო.

მოსკოვმა ვაშინგტონზე ზეწოლისათვის ამერიკელი პატიმრების შეგროვება დაიწყო. როდესაც გერშკოვიჩი ეკატერინბურგში დააკავეს, ის მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა. „მათ არ ვუწამებივარ, ჩემგან არც რაიმე ინფორმაციის მიღება უცდიათ. მხოლოდ ბრალი წამიყენეს. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ვიღაცაში გასაცვლელად ვჭირდებოდით“, – ამბობს გერშკოვიჩი.

როდესაც ის ლეფორტოვოს ციხეში გატაიყვანეს, იმავე საღამოს რუსეთის ტელევიზიამ ღიად თქვა, რომ „ტყვეთა ფონდში“ მატება იყო.

ლეფორტოვოს ციხეში
გერშკოვიჩს ისე ეპყრობოდნენ, როგორც დიდი ღირებულების პატიმარს. იმ დროს, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა პატიმრობაში დაიღუპა, გერშკოვიჩთან სიფრთხილეს იჩენდნენ. „მიფრთხილდებოდნენ ისე, როგორც გასაყიდად გამზადებულ ახალთ-ახალ ამანათს“, – ამბობს გერშკოვიჩი.

ერთ დღეს, როდესაც მისი დაშავებული მუხლი შეამოწმეს, გერშკოვიჩი ციხის თანამშრომელს ეხუმრა: „ამანათი დაუზიანებელი უნდა იყოს, არა? თორემ მისი ფასი დაეცემა“. თანამშრომელმა მიუგო: „ეს მე არ მითქვამს, მაგრამ დიახ“.

უშიშროების ფედერალური სამსახურის გამომძიებელმა გერშკოვიჩს უთხრა: „ჩვენ საკმარისი მტკიცებულებები შევაგროვეთ თქვენ წინააღმდეგ, რომ პატიმრობაში გაგიშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში – მოგწამლავდით“. იზოლაციის მიუხედავად, გერშკოვიჩს ბიბლიოთეკით სარგებლობის ნება დართეს. იმხანად ბიბლიოთეკაში ჯერ კიდევ ინახავდნენ დისიდენტების ნაშრომებს, უკრაინელი მწერლების წიგნებსა და მემუარებს, რომელიც ცხრა თვის შემდეგ გააქრეს.

ნავალნის გარდაცვალება, როგორც განსაცდელი
ადვოკატებმა გერშკოვიჩს შეატყობინეს, რომ საერთაშორისო მედიის თანახმად, გასაცვლელთა შორის ის, პოლ ველანი და ალექსეი ნავალნი უნდა ყოფილიყვნენ. შორეული არქტიკის საპატიმროში ნავალნის გარდაცვალების ამბავმა გერშკოვიჩი ძლიერ დაამწუხრა: „ის ძალიან მამაცი იყო. ასეთი ადამიანები იშვიათია. მისმა სიკვდილმა შოკში ჩამაგდო. მომდევნო ოთხი დღე მთლიანად ბურუსით იყო მოცული“.

გათავისუფლების ტრავმა
16-თვიანი პატიმრობის შემდეგ საზოგადოებაში დაბრუნება რთული აღმოჩნდა. გერშკოვიჩი გათავისუფლებას აღწერს, როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან შინ დაბრუნებას. ის ცხოვრობდა გარემოში, სადაც ყველაფერს აკონტროლებდნენ, სადაც მას ყველა უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. მისი სენსორული აპარატი გადატვირთული აღმოჩნდა.

გერშკოვიჩის თქმით, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ გონებით ისევ საპატიმროში ბრუნდებოდა. არა რუსეთში, არამედ კონკრეტულად საპატიმროში, იმიტომ, რომ იქაურობა ნაცნობი იყო და ნაცნობ გარემოში თითქოს კომფორტულადაც კი გრძნობდა თავს. მას საკუთარი თავის საპოვნელად თერაპია და თითქმის იმდენივე დრო, 16 თვე, დასჭირდა, რამდენიც პატიმრობაში გაატარა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყეინიშვილზე გამოძიებაზე სუს-იდან ინფორმაცია არ მქონია, მიზეზით დავინტერესდები – კობახიძე
  • “ჩემთვის პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, დავადასტურეთ მზადყოფნა ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს გაუფორმდებათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge