Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს გაუფორმდებათ

October 12, 2026
მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს გაუფორმდებათ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს გაუფორმდებათ.

სწორედ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 17:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე გახდება ცნობილი, პროკურატურა უფორმებს თუ არა აღნიშნულ მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმებას და რა პირობით.

თუკი, სახელმწიფო ბრალდებასა და მსჯავრდებულებს შორის შეთანხმება მიიღწევა, მათი საქმე სხვა მსჯავრდებულებისგან ცალკე გამოიყოფა და მიღწეულ შეთანხმებას სასამართლო დაამტკიცებს.

„ინტერპრესნიუსისთვის“ გარკვეული დეტალების შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რეალური სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვის ვადით.

თუკი, საბოლოო შეთანხმება ამ პირობით დამტკიცდება, მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით აქვთ თავისუფლება აღკვეთილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება – ვის რამდენი ემატება?
  • ყეინიშვილზე გამოძიებაზე სუს-იდან ინფორმაცია არ მქონია, მიზეზით დავინტერესდები – კობახიძე
  • “ჩემთვის პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, დავადასტურეთ მზადყოფნა ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge