მოიწვია მომღერალთა გუნდი, რომელიც გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, რაღაც არაეთიკური გამონათქვამებით…” – ირაკლი ზარქუა განცხადებას ავრცელებს.
„მოიწვია მომღერალთა გუნდი, რომელიც გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, რაღაც არაეთიკური გამონათქვამებით, მუსიკითა და სიმღერით, სადაც შეურაცხყოფას აყენებდა ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის მათ ხელწერა, ეს არის ბატონი ჰერჩინსკის მიდგომა ქართველების მიმართ. რატომ ელოდებით ამ კაცისგან, რომ ის იქნება ხიდი ევროკავშირსა და საქართველოს შორის?” – ამბობს ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა “ტვ იმედთან”.
კახეთში, ევროპის დღის ღონისძიებაზე ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევის გამო, პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წარმომადგენლობა გუშინ ირაკლი კობახიძემაც გააკრიტიკა.
