Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად”- რას ამბობს გენადი არველაძე

September 30, 2026
“შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად”- რას ამბობს გენადი არველაძე

შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში მიმდინარეობს.

მისი თქმით, საქართველო, სტრატეგიული მდებარეობით და მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელით, აქტიურად ავითარებს სატრანსპორტო – ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას და განამტკიცებს ქვეყნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის მზარდ დინამიკასა და მის როლზე ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ ზრდაში. გენადი არველაძის თქმით, 2019-დან 2025 წლამდე პერიოდში ტრანსპორტსა და დასაწყობებაზე მოდიოდა მშპ-ის 6%-ზე მეტი, ხოლო საშუალო წლიური ზრდა 15,9%-ს შეადგენდა.

„ამ დინამიკაზე დაყრდნობით, 2032 წლისთვის მთავრობა გეგმავს 7 მლრდ აშშ დოლარის მობილიზებას ისეთი მსხვილი სატრანსპორტო პროექტებისთვის, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, საგზაო ქსელის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. ამ ინვესტიციების მნიშვნელობა ზრდის შუა დერეფნის საერთო გამტარუნარიანობასა და შესაძლებლობებს“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა CAREC-ის სხვა ინიციატივებზე, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ სატრანზიტო პროცედურების ჰარმონიზაციასა და დიგიტალიზაციაში, ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებაში, გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა CAREC-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის (CARTIF) შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებასა და ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით და მოკლე ვადებში დასრულება საშუალებას მისცემს CARTIF-ის შეთანხმებას, მოიტანოს მნიშვნელოვანი სარგებელი რეგიონული ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ხელოვნური ინტელექტის როლზე და აღნიშნა, რომ მას ინოვაციების, პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის სულ უფრო მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად განიხილავს.

გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოვითხოვთ ხელახალ ექსპერტიზას” – მშობლები ვერ დაარწმუნეს, რომ ქარელის მე-2 სკოლა დასანგრევია
  • „ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს
  • ქალთა საფეხბურთო კლუბი ნიკე-ლუსო განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge