Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქალთა საფეხბურთო კლუბი ნიკე-ლუსო განცხადებას ავრცელებს

October 1, 2026
ქალთა საფეხბურთო კლუბი ნიკე-ლუსო განცხადებას ავრცელებს

ქალთა საფეხბურთო კლუბი ნიკე-ლუსო განცხადებას ავრცელებს.

“2026 წლის 29 სექტემბერს, ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის’’ სოციალურ გვერდზე განთავსებული განცხადებით, საზოგადოებას მიეწოდა არასწორი და მორიგი ცრუ ინფორმაცია.

განცხადებაში მითითებულია, რომ საფეხბურთო კლუბი ,,ნიკე-ლუსო’’ გასახდელში დამონტაჟებული ვიდეო კამერებით იწერდა ფეხბურთელებს. ამავე დროს, საზოგადოებას დამატებით მიეწოდა მორიგი არასწორი ინფორმაცია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, საფეხბურთო კლუბი ,,ნიკე-ლუსო’’ დაჯარიმდა გასახდელში ვიდეო მონიტორინგის განხორციელების ფაქტზე.

გვსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საფეხბურთო კლუბ ,,ნიკე-ლუსოს’’ ოფისის ტერიტორიაზე საერთოდ არ არის განთავსებული გასახდელი ოთახი. გაცნობებთ, რომ ,,ნიკე-ლუსოს’’ ფეხბურთელები ვარჯიშობენ და თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილ ბაზაზე.

აღნიშნული საფეხბურთო ბაზა მდებარეობს სხვა ლოკაციაზე და მას არ აქვს რაიმე კავშირი ,,ნიკე-ლუსოს’’ სამუშაო ოფისთან, შესაბამისად ოფისში არ არის განთავსებული გასახდელი ოთახი.

სახელმწიფო აუდიტის 2026 წლის 27 აპრილის N გ-1/028-1/2026 გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ ,,ვიდეო მონიტორინგი მიმდინარეობს შენობის მეორე სართულზე მდებარე საკონფერენციო ოთახსა და ინვენტარის შესანახი ოთახის მხოლოდ შიდა პერიმეტრზე. ამასთან ხსენებული ოთახები არ წარმოადგენს გამოსაცვლელ სივრცეებს’’. ამავე გადაწყვეტილების თანახმად ,,ნიკე-ლუსოს’’ ოფისის სხვა ოთახებში, რომლითაც სარგებლობენ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, არ ხორციელდება ვიდეო მონიტორინგი.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ,,ნიკე-ლუსო’’ არ დაუჯარიმებია გასახდელში ვიდეო მონიტორინგის განხორციელების ფაქტზე. გთხოვთ, თავი შეიკავეთ დაუსაბუთებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისაგან. ამავე დროს, დაინტერესებულ პირებს მოვუწოდებთ გაეცნონ სახელმწიფო აუდიტის 2026 წლის 27 აპრილის N გ-1/028-1/2026 გადაწყვეტილებას” – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მშობლებსა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ველისციხეში საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი აღდგება
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge