Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურორი არ გამორიცხავს, ბაჩანა ახალაიას საქმეში ბექა ჭულუხაძის ჩვენება გაჩნდეს

September 30, 2026
პროკურორი არ გამორიცხავს, ბაჩანა ახალაიას საქმეში ბექა ჭულუხაძის ჩვენება გაჩნდეს

პროკურატურის განცხადებით, ბექა ჭულუხაძის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბაჩანა ახალაიას, ისე სხვა შესაძლო პირების ჩართულობის დასადგენად. პროკურორი ბექა ხუნაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, მოუწევს თუ არა ჭულუხაძეს გამოძიებისთვის დამატებითი ჩვენების მიცემა, თუმცა ამბობს, რომ ამის საჭიროების შემთხვევაში გამოძიება შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

ბრალდების მხარის განცხადებით, ჭულუხაძემ მისთვის ბრალად წარდგენილი საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა აღიარა.

იმ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე არა მხოლოდ ბაჩანა ახალაიას, არამედ სხვა ნებისმიერი პირის ჩართულობის ნაწილში მიმდინარეობს, ბუნებრივია, ძიება. ამ შემთხვევაში, მე არც დაგიდასტურებთ და არც უარვყოფ კონკრეტულად რა ვერსიებზე მიდის მუშაობა, შესაბამისად, თუ საჭირო გახდება და საგამოძიებო ორგანო მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით ბექა ჭულუხაძის მიერ ჩვენების მიცემა და ა.შ., ბუნებრივია, ამ ვერსიასაც ექნება თავისი განვითარება.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე იყო საუბარი და მტკიცება იმის, რომ კონკრეტულ პირს, ბექა ჭულუხაძის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ჰქონდა საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები. ყოველგვარი ეჭვი გამოირიცხა. ბრალდებულმაც აღიარა, – ამბობს პროკურორი ბექა ხუნაშვილი.

ბექა ჭულუხაძის ახლობლები კი ამბობენ, რომ ჭულუხაძე ბაჩო ახალაიას საერთოდ არ იცნობდა და შესაბამისად, მას ვერც ხელს დაადებს.

ბექა არაფერ შუაშია. არც იცნობს ბაჩო ახალაიას, მსგავსი არაფერი ხდება. მეომარი ბიჭია, წამორებული ჰქონდა (იარაღი) და ეყარა სახლში. რაში უნდა დაადოს ბაჩოს ხელი? არ იცნობს და არაფერი, – ამბობს ჭულუხაძის ახლობელი.

“პირველების” ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო გარიგება გაუფორმდა.

საპროცესო პირობა ასეთია: რეალური სასჯელი 1 წელი, პირობითი სასჯელი 2 წელი. ადოკატი გაიოზ ჩარკვიანი “პირველებთან” საუბარში ხაზგასმით ამბობს, რომ ჭულუხაძეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და საპროცესო შეთანხმება არც მის დაკითხვას და არც რაიმე სახის აღიარებას ეფუძნება.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, პროკურატურაში ითქვა, რომ ბექა ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, 8 ოქტომბრიდან კი, მასზე ძებნა გამოცხადდა.
ჭულუხაძეს 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • “ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში განხილულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნა, პირდაპირ მოთხოვნილია გიორგი ბარამიძის გათავისუფლება”-ირაკლი ფავლენიშვილი
  • შემზარავი კადრები დაღესტნიდან – როგორ აიძულეს რუსი ქალი 80-მეტრიანი სიმაღლიდან გადამხტარიყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge