Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში განხილულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნა, პირდაპირ მოთხოვნილია გიორგი ბარამიძის გათავისუფლება”-ირაკლი ფავლენიშვილი

September 30, 2026
ირაკლი ფავლენიშვილი ენმ-ის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი გახდა

გუშინ, ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ოჯახმა ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეხებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობას ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, რეზოლუციაში საუბარია პარტიების აკრძალვაზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნაზე.

„ამ რეზოლუციაში განხილულია ყველა ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური ქმედება, რითაც ივანიშვილი ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს და სურს, დიქტატურა განამტკიცოს ამ ქვეყანაში. აქ არის საუბარი პარტიების აკრძალვაზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ მოთხოვნილია გიორგი ბარამიძის გათავისუფლება და საუბარი არის მისი პოლიტიკური ნიშნით დაკავებაზე. ეს არის პირველი რეზოლუცია, სადაც ხაზგასმით არის საუბარი იმაზე, თუ როგორ პოლიტიკური დევნის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება, მივიჩნიოთ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი. გარდა ამისა მოთხოვნილია ჩვენი პარტიის ლიდერისა და დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „სახალხო პარტიის“ დიდი ოჯახის წევრი და ჩვენთვის ეს ძალიან საამაყოა, რადგან ჩვენ ღირებულებითაც ვიზიარებთ იმ მემარჯვენე კონსერვატიულ-ქრისტიანულ ღირებულებებს, რასაც ატარებს ეს დიდი ოჯახი და რა თქმა უნდა, საბოლოო გზა არის ევროპაში. ჩვენ გზა არის ქრისტიანულ ღირებულებებით, კონსერვატიული ღირებულებებით საზოგადოების და სახელმწიფოს განმტკიცება და საბოლოო ჯამში, აუცილებლად მივაღწევთ ამას ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ევროპის სახალხო პარტიამ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, დოკუმენტის წარმდგენები გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარიზმის დრამატული გაძლიერებისა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო. „მოვუწოდებთ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცესკო-ში აცხადებენ, რომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და პროგრამული გამართვა დასრულდა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშშის პასუხი ცნობილია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge