მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 199 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1,23%-ით არის მომატებული.
ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 135 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 1,62 დოლარით ანუ 1,21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 61,31 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0,80%-ით მომატებულია.
რაც შეეხება საქართველოს, 30 სექტემბრის მონაცემებით, ოქროს ფასი ასევე მომატებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დაახლოებით, 359 ლარია (29 სექტემბერს – 357 ლარი იყო), 750 სინჯის – 269 ლარი (29 სექტემბერს – 268 ლარი იყო), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 210 ლარი ღირს (29 სექტემბერს – 209 ).
რაც შეეხება ვერცხლს, 30 სექტემბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 5.10 ლარი (29 სექტემბერს – 5.14 ლარი იყო) ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 4.46 ლარია (29 სექტემბერს – 4.50 ლარი იყო).
