Monday, September 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

September 28, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

მხოლოდ დღეს და მხოლოდ კიევში რუსეთმა რეაქტიული დრონებით საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსს, რამდენიმე საწყობსა და საკომუნიკაციო ობიექტებს შეუტია, არიან დაღუპულებიც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, დაზიანებულ ობიექტებს შორის არის შენობა, რომელიც საუდის არაბეთის ელჩის რეზიდენციად გამოიყენება. დნიპროს რეგიონში დაზიანებულ ობიექტებს შორის არის სპორტული სკოლა, სუმის რეგიონში კი – რეგიონული ბავშვთა სახლის შენობა.

მისივე თქმით, რუსეთი დეესკალაციისკენ რამე რეალური ნაბიჯების გადასადგმელად მართლაც რომ ემზადებოდეს, როგორც ამას, განსაკუთრებით ამერიკელ მომლაპარაკებლებთან, აცხადებს, „შაჰედების“ ტერორის ეს ტალღა არ განხორციელდებოდა.

„ჩვენ ვითარებას ფხიზელი თვალით უნდა შევხედოთ. რუსეთმა იცის, როგორ გააგზავნოს ისეთი დამაიმედებელი დიპლომატიური სიგნალები, რომელთა მოსმენაც მსოფლიოს სურს. მან იცის, როგორ გააგზავნოს ასეთი სიგნალები, რათა ომზე საერთაშორისო რეაგირების ფარგლებში მკაცრი ნაბიჯების გადადგმა გადადოს. აშშ-ში ლინდსი გრემის მნიშვნელოვანი სანქციებისა და ტარიფების შესახებ კანონი უკვე განხორციელების ეტაპზე გადავიდა. ეს არის კანონი, რომელსაც, სრულად ამოქმედების შემთხვევაში, ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ეს კანონი უნდა ამოქმედდეს და მსოფლიოში ყველას შეუძლია დაინახოს, რომ მისი გამოყენების ყველა საფუძველი და მკაფიო მიზანი არსებობს. ჩვენ ველოდებით მსოფლიოს მხრიდან ეფექტიან გადაწყვეტილებებს და ჩვენი პარტნიორებისგან უფრო ძლიერ ზეწოლას, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ დიპლომატიური სიგნალებით მანიპულირება მას საშუალებას არ მისცემს, ომისა და ტერორის გასაგრძელებლად სულ უფრო მეტი დრო მოიგოს. მნიშვნელოვანია, რომ სხვა პარტნიორებმაც „დიდი შვიდეულიდან“ და „დიდი ოცეულიდან“ პრინციპული პოზიცია დაიკავონ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მზადდება სანქციების ახალი პაკეტები, კონკრეტულად ფინანსური ქსელების, რუსული იარაღის წარმოებაში გამოყენებული კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდების ჯაჭვების, ასევე კონკრეტული კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც, ძირითადად, რუსული ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში არიან ჩართული.

მისივე თქმით, ახალი სანქციები ძალაში ოქტომბერშივე უნდა შევიდეს, რათა შეიქმნას უფრო მყარი საფუძველი ვითარების შესაცვლელად და რუსეთის რეალური დიპლომატიისკენ წასახალისებლად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 21-ე სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა
  • სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • 28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge